Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისის შემდეგ იმერეთი: კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Stringerკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.530-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 635.583-ს მიაღწია.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.530 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 465 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 334, კახეთი – 294, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 142, აჭარა – 98, შიდა ქართლი – 50, ქვემო ქართლი – 49, გურია – 36, სამცხე-ჯავახეთი – 31, მცხეთა-მთიანეთი – 19, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.848 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 602.372-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 23 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 9.269-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 23.916 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.514 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.467, იმერეთში – 1.108, აჭარაში – 423.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 11 ოქტომბერი
1.006 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 257 პირი, მათგან თბილისში – 137, იმერეთში – 28, აჭარაში – 25. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 703 ადამიანი, მათ შორის 370 – თბილისში, 185 – აჭარაში. 18.699 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 71 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 64, ხოლო აჭარაში – შვიდი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19.717 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.530-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 635.583-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0