„ხასიათის ჭიდილმა თავისი შედეგი გამოიღო“ – გურამ ლომიძე და ივანა მელაი დაშორდნენ

© courtesy of Gugu Lomidzeგურამ ლომიძე და ივანა მელაი
გურამ ლომიძე და ივანა მელაი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
გამოწერა
„ქუჩის ბიჭების“ წევრი, მომღერალი გურამ ლომიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ პასუხობს კითხვას, რატომ ვერ შედგა მისი პირადი ცხოვრება. როგორც ჟურნალი წერს, ის უკრაინელ მომღერალს ივანა მელაის დაშორდა, რომელთანაც რამდენიმეწლიანი ქორწინება აკავშირებდა. წყვილს ერთი გოგონა ჰყავს.
გურამს წინა ორი ქორწინებიდან ასევე ჰყავს შვილები. მისი პირველი მეუღლე ხატია შამუგია იყო, მეორე კი ამერიკელი ქალბატონი, რომელთანაც შვიდწლიანი ქორწინება აკავშირებდა. მესამედ ივანა მელაიზე დაქორწინდა, თუმცა ეს ურთიერთობაც დასრულებულია.
„ივანასთან მიმართებაში ყველაფერი კარგად და ლამაზად აეწყო. ულამაზესი ელიზაბეტი გვყავს, ბევრი კარგი და ლამაზი დრო გავატარეთ ერთად, არაფერს ვნანობ. ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს. რასაკვირველია, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩვენს ურთიერთობაშიც ბევრმა უთანხმოებამ და ხასიათის ჭიდილმა თავისი შედეგი გამოიღო. ამ თემაზე საერთოდ არ მიყვარს საუბარი…“ – ამბობს მომღერალი.
ყველა ახალი ამბავი
0