Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ცერცვაძე აღშფოთებულია ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის გამო, განსაკუთრებით პედაგოგებში

© photo: Sputnik / Stringerთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
გამოწერა
მისი განცხადებით, მასწავლებლები, რომლებიც არ იცრებიან, თავიანთ აღსაზრდელებს საფრთხის ქვეშ აყენებენ.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. ვაქცინაციის არსებული ტემპების პირობებში საქართველოში გარდაუვალია კორონავირუსის პანდემიის შემდგომი მძიმე ტალღები, რასაც ვერანაირი შეზღუდვა ვერ შეაჩერებს, განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია.
„თუ ჩვენ ასეთი აბსურდის თეატრი გავაგრძელეთ, რომ იმ პირობებში, როდესაც გვაქვს ორი მილიონი ვაქცინა, როდესაც გვაქვს ვაქცინაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, ცენტრები, ავტობუსები, ბინაზე ვაქცინის შეთავაზება და ამ პირობებში მხოლოდ 7-8 ათასი აცრა გვექნება დღეში, ეს იქნება ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი. ვერანაირი შეზღუდვა ვერ აგვაცილებს თავიდან შემდგომ მძიმე ტალღებს, საუბარი არ არის მხოლოდ მეხუთე ტალღაზე“, - აცხადებს ცერცვაძე.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, კორონავირუსის შემთხვევების კლების ტენდენციის შემდეგ, რომელიც დაახლოებით თვე-ნახევარი გრძელდებოდა, ბოლო ერთი კვირაა მკაფიოდ გამოხატული მატების ტენდენცია გამოიკვეთა.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
ვინ აიცრება უფასოდ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით
„როგორც ჩანს, კოვიდი კიდევ დიდხანს დარჩება. მთელ მსოფლიოში გულის ტკივილით და შურით ვუყურებ იმათ, ვინც მოახერხა 2/3-ზე მეტის ორჯერადად აცრა. ჩვენ რომ გვქონდეს ვაქცინაციის ის დონე, რაც აქვს ევროპის ყველა ქვეყანას, ამერიკას, აზიის განვითარებულ ქვეყნებს, ჩვენთან სიკვდილობა დღეში 5-6-ზე მეტი არ იქნებოდა”, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, შემდგომი ერთი კვირა აჩვენებს, უკავშირდება თუ არა შემთხვევების მატება მეხუთე ტალღის დასაწყისს.
ის ასევე აღშფოთებულია იმის გამო, რომ პედაგოგები ვაქცინაციაზე უარს აცხადებენ. მისი განცხადებით, მასწავლებლები, რომლებიც არ იცრებიან, თავიანთ აღსაზრდელებს საფრთხის ქვეშ აყენებენ.

„ორი აზრი არ არსებობს, რომ გადამწყვეტია მშობლების, სკოლებისა და ინსტიტუტების პერსონალის აცრა. ბევრმა ქვეყანამ შემოიღო პედაგოგების სავალდებულო აცრა. ჩვენთან იყო ამის მცდელობა, მოისინჯა აზრი, თუმცა პედაგოგების დიდმა ნაწილმა მკვეთრი პროტესტი განაცხადა – ეს დაუშვებელია, არაჯანსაღი მიდგომაა. არ შეიძლება არ გვინდოდეს კოვიდის გავრცელების შეჩერება, არ გვინდოდეს გარდაცვალების მაღალი რიცხვი და მეორე მხრივ კატეგორიულად არაფერს ვაკეთებდეთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო თბილისში არსებულ 55 საბავშვო ბაღში კარანტინი გამოცხადდა. კორონავირუსის გავრცელება შეიმჩნევა თბილისის სკოლებშიც. დღეისათვის დისტანციური სწავლების რეჟიმში შვიდი სკოლა და 90 ცალკეული კლასია გადასული. საქართველოში მთლიანობაში 2.084 საჯარო სკოლაა.
დღეისათვის საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერად ვაქცინირებულა ზრდასრული მოსახლეობის 30,6%.
ყველა ახალი ამბავი
0