არეულობა რომში: იტალიელებმა სავალდებულო კოვიდ-პასპორტები ხმაურით გააპროტესტეს

გამოწერა
იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 15 ოქტომბრიდან იკრძალება იმ ადამიანების სამსახურებში დაშვება, რომლებსაც კოვიდ-სერტიფიკატები არ ექნებათ.
ხელისუფლების გადაწყვეტილება დაახლოებით ათი ათასმა ადამიანმა გააპროტესტა. აქციის მონაწილეები ქვეყნის უდიდესი პროფკავშირის ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს იგი, ვინაიდან ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა ხელისუფლების ინიციატივას.
ამის შემდეგ მანიფესტანტებმა ქვეყნის პერმიერ-მინისტრის ოფისისკენ გაჭრა სცადეს, მაგრამ პოლიციამ მათ გზა გადაუღობა.
სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს აქციის მონაწილეების დასაშლელად. გავრცელებული ცნობით, დაშავდა სამი ადამიანი, მათგან ორი პოლიციელია.
ყველა ახალი ამბავი
0