https://sputnik-georgia.com/20211011/amerikelebisa-da-talibebis-pirveli-sexvedra-dohasi-260425753.html
აშშ-ის და „თალიბანის“ პირველი შეხვედრა დოჰაში: რაზე შეთანხმდნენ მხარეები
აშშ-ის და „თალიბანის“ პირველი შეხვედრა დოჰაში: რაზე შეთანხმდნენ მხარეები
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. მოძრაობა „თალიბანის“ მიერ ფორმირებული მთავრობის წარმომადგენლებმა და აშშ-ის დელეგაციამ კატარში შეხვედრა გამართეს, რა დროსაც... 11.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-11T10:52+0400
2021-10-11T10:52+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
აშშ
ავღანეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259922656_0:619:2541:2048_1920x0_80_0_0_7f2865c6c2855d003a845a672b464e55.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. მოძრაობა „თალიბანის“ მიერ ფორმირებული მთავრობის წარმომადგენლებმა და აშშ-ის დელეგაციამ კატარში შეხვედრა გამართეს, რა დროსაც რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ.კატარის დედაქალაქ დოჰაში ორდღიანი შეხვედრა თალიბების მთავრობის წევრებისთვის პირველი უცხოური ვიზიტი იყო.როგორც ავღანურმა დელეგაციამ აღნიშნა, „ჰუმანიტარული დახმარება არ უნდა იყოს მიბმული პოლიტიკურ საკითხებთან“. მათი თქმით, „თალიბანი“ ითანამშრომლებს საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, რათა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გამჭვირვალე იყოს მათთვის, ვინც ამას იმსახურებს, და ასევე ხელს შეუწყობენ უცხოეთის მოქალაქეების გადაადგილებას.გარდა ამისა, აშშ-ისა და ავღანეთის ახალი მთავრობის წევრებმა მოილაპარაკეს, რომ ყველა ძალისხმევას მიმართავენ დიპლომატიური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და გადაწყვიტეს, რომ თუ საჭირო გახდება, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე უკვე შეაფასეს დოჰაში გამართული შეხვედრა.მისი თქმით, ამერიკულმა დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „თალიბანს“ მისი ქმედებების მიხედვით შეაფასებენ და არა სიტყვებით.
https://sputnik-georgia.com/20210929/dabrundeba-tu-ara-ass-avranetsi-259991559.html
აშშ
ავღანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259922656_419:600:2349:2048_1920x0_80_0_0_7b9b9e5a1e741d97bfe9edc2dc3910de.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, აშშ , ავღანეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, აშშ , ავღანეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. მოძრაობა „თალიბანის“ მიერ ფორმირებული მთავრობის წარმომადგენლებმა და აშშ-ის დელეგაციამ კატარში შეხვედრა გამართეს, რა დროსაც რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ.
კატარის დედაქალაქ დოჰაში ორდღიანი შეხვედრა თალიბების მთავრობის წევრებისთვის პირველი უცხოური ვიზიტი იყო.
„აშშ-ისა და ავღანეთის ისლამური საამიროს დელეგაციებს შორის ორდღიანმა დიალოგმა წარმატებით ჩაიარა. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს პოლიტიკური საკითხები. ისლამური საამირო მიიჩნევს, რომ დოჰის შეთანხმების სრული შესრულება პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზაა. აშშ-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევენ ავღანელებს და ამასთან სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებსაც შეუწყობენ ხელს დახმარების მიწოდებაში“, — წერს სააგენტო РИА Новости „თალიბანის“ განცხადებაზე დაყრდნობით.
როგორც ავღანურმა დელეგაციამ აღნიშნა, „ჰუმანიტარული დახმარება არ უნდა იყოს მიბმული პოლიტიკურ საკითხებთან“. მათი თქმით, „თალიბანი“ ითანამშრომლებს საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, რათა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გამჭვირვალე იყოს მათთვის, ვინც ამას იმსახურებს, და ასევე ხელს შეუწყობენ უცხოეთის მოქალაქეების გადაადგილებას.
29 სექტემბერი 2021, 09:11
გარდა ამისა, აშშ-ისა და ავღანეთის ახალი მთავრობის წევრებმა მოილაპარაკეს, რომ ყველა ძალისხმევას მიმართავენ დიპლომატიური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და გადაწყვიტეს, რომ თუ საჭირო გახდება, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე უკვე შეაფასეს დოჰაში გამართული შეხვედრა.
„შეერთებული შტატები დოჰაში გამართულ ორდღიან მოლაპარაკებებს რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლებთან აფასებს როგორც გულწრფელსა და პროფესიონალურს“, — განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.
მისი თქმით, ამერიკულმა დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „თალიბანს“ მისი ქმედებების მიხედვით შეაფასებენ და არა სიტყვებით.