„30 ოქტომბრამდე ცოცხლად მივაღწევ": სააკაშვილის მორიგი მიმართვა

© photo: AFP 2020 / SERGEI SUPINSKYმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
გამოწერა
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული.
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, მორიგი მიმართვა გაავრცელა.
სააკაშვილის მიმართვა მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ტელეკომპანია „მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა. ექს-პრეზიდენტი რუსთავის ციხეში ადვოკატებმა დღეს, დილით მოინახულეს.

„ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ამას... ახლა ნიჰილიზმის დათესვა არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია. ქვეყანა ჩვენ უნდა შევცვალოთ ბევრი მეთოდით, მათ შორის, უმთავრესია არჩევნებზე გამარჯვების გამოგლეჯა. მე, ჩემი მხრივ, ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე და ჩემ წინასწარ გლოვას, აშკარად ჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება," – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

სააკაშვილი თბილისში თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 1 ოქტომბერს დააკავეს. ქვეყანაში მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.
ედუარდ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მისი შვილები იმყოფებიან
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0