https://sputnik-georgia.com/20211011/24-saati-ar-gamosulan-sastumrodan-260427180.html
„24 საათი არ გამოსულან“ – „ბენიფერი“ სასტუმროსთან დააფიქსირეს – ფოტოები
„24 საათი არ გამოსულან“ – „ბენიფერი“ სასტუმროსთან დააფიქსირეს – ფოტოები
Sputnik საქართველო
ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის რომანი სულ ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ამ მოკლე დროშიც საკმაოდ ხმაურიანი გახდა. წყვილი იმდენად პოპულარული იყო, რომ... 11.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-11T13:02+0400
2021-10-11T13:02+0400
2021-10-11T16:26+0400
აშშ
ეს საინტერესოა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/19/251824817_0:0:1001:563_1920x0_80_0_0_61e99711eefc1810c3ddabacaf2df1a8.jpg
მიუხედავად იმისა, რომ ჯენიფერ ლოპესიც და ბენ აფლეკიც საკმაოდ დატვირთული ცხოვრებით ცხოვრობენ და მუდამ გადაღებების პროცესში არიან ჩართული, ერთმანეთისთვის დროს მაინც პოულობენ.ამჯერად წყვილმა ღამე ნიუ-იორკში მდებარე სასტუმრო Mandarin-ში გაატარა. ისინი პაპარაცების ობიექტივში საღამო ხანს მოხვდნენ, როდესაც სასტუმროდან გამოდიოდნენ. ინსაიდერების ცნობით, ისინი სასტუმროდან 24 საათის განმავლობაში არ გამოსულან. წყვილი საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა, ბენს მუქი ლურჯი პალტო ეცვა, ჯეი ლო კი ტყავის ყავისფერ მანტოსა და ქვედაბოლოში იყო გამოწყობილი.17 წლის შემდეგ „ბენიფერი“ „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა, მათი ურთიერთობა ახლა ოფიციალურია და, სავარაუდოდ, მალე ჯეი ლო და ბენ აფლეკი დაქორწინდებიან კიდეც. რამდენიმე კვირის წინ პაპარაცებმა ბენ აფლეკი დედასთან სემთან და შვილთან სამუელთან ერთად მაღაზია Tiffany’s-ში დააფიქსირეს. როგორც ტაბლოიდები წერენ, მსახიობი იქ ნიშნობის ბეჭდის ასარჩევად იყო მისული.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/19/251824817_0:0:1001:751_1920x0_80_0_0_d91b626450b9a8b26039d6337ef32bc4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯენიფერ ლოპესი ბენ აფლეკი
ჯენიფერ ლოპესი ბენ აფლეკი
„24 საათი არ გამოსულან“ – „ბენიფერი“ სასტუმროსთან დააფიქსირეს – ფოტოები
13:02 11.10.2021 (განახლებულია: 16:26 11.10.2021) ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის რომანი სულ ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ამ მოკლე დროშიც საკმაოდ ხმაურიანი გახდა. წყვილი იმდენად პოპულარული იყო, რომ მათ მეტსახელად „ბენიფერი“ დაარქვეს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯენიფერ ლოპესიც და ბენ აფლეკიც საკმაოდ დატვირთული ცხოვრებით ცხოვრობენ და მუდამ გადაღებების პროცესში არიან ჩართული, ერთმანეთისთვის დროს მაინც პოულობენ.
ამჯერად წყვილმა ღამე ნიუ-იორკში მდებარე სასტუმრო Mandarin-ში გაატარა. ისინი პაპარაცების ობიექტივში საღამო ხანს მოხვდნენ, როდესაც სასტუმროდან გამოდიოდნენ. ინსაიდერების ცნობით, ისინი სასტუმროდან 24 საათის განმავლობაში არ გამოსულან.
წყვილი საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა, ბენს მუქი ლურჯი პალტო ეცვა, ჯეი ლო კი ტყავის ყავისფერ მანტოსა და ქვედაბოლოში იყო გამოწყობილი.
17 წლის შემდეგ „ბენიფერი“ „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა, მათი ურთიერთობა ახლა ოფიციალურია და, სავარაუდოდ, მალე ჯეი ლო და ბენ აფლეკი დაქორწინდებიან კიდეც. რამდენიმე კვირის წინ პაპარაცებმა ბენ აფლეკი დედასთან სემთან და შვილთან სამუელთან ერთად მაღაზია Tiffany’s-ში დააფიქსირეს. როგორც ტაბლოიდები წერენ, მსახიობი იქ ნიშნობის ბეჭდის ასარჩევად იყო მისული.