https://sputnik-georgia.com/20211011/-puri-gazvirda-eqspertebi-ganmartaven-260446551.html
საქართველოში პური გაძვირდა – ექსპერტები მიზეზებს განმარტავენ
საქართველოში პური გაძვირდა – ექსპერტები მიზეზებს განმარტავენ
Sputnik საქართველო
ნომერ პირველი პროდუქტის გაძვირებას მწარმოებლები ძირითადად მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასის ზრდას უკავშირებენ. 11.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-11T17:52+0400
2021-10-11T17:52+0400
2021-10-11T21:31+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250617263_0:0:3121:1756_1920x0_80_0_0_49992351116262b020507290df6391b6.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში პურის 10 თეთრით გაძვირება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასის ზრდას, განუცხადა პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ Sputnik-საქართველოს.ადრე ექსპერტები აცხადებდნენ, რომ საკვებ პროდუქტებზე მაღალი დღგ, კომუნალური გადასახადების ტარიფების ზრდა, ასევე საფუარის, ზეთის და მარილის ფასის მატება ნომერ პირველი პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევდა.ახლა იაფიანი პური, რაზეც ყველაზე მაღალი მოთხოვნაა, ქვეყნის მოსახლეობას მინიმუმ 1 ლარი უჯდება.მისი თქმით, პურის თვითღირებულება 15-17 თეთრით გაიზარდა, იმატა ხარჯმა შესაფუთ მასალებზე, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში კიდევ უფრო აუცილებელი გახდა.პურის ქარხნები შესაფუთს მეზობელ თურქეთში ყიდულობენ, რადგან საქართველოში მათ არ ამზადებენ.გარდა ამისა, პურის ღირებულებაზე დიდი გავლენა 1 ივლისს პურის ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის დასრულებამ იქონია, რასაც პურის ფასი გასული წლის დეკემბრიდან ეკავა.ოთხი თვის განმავლობაში, 31 მარტამდე სუბსიდია პირველი ხარისხის 50-კილოგრამიან ტომარა პურის ფქვილზე ჯერ 10, ხოლო შემდეგ 15 ლარს შეადგენდა. შემდეგ სუბსიდირება 30 ივლისამდე გააგრძელეს, ხოლო მისი ოდენობა 20 ლარამდე გაზარდეს.პროგრამის თანახმად, წისქვილკომბინატებისთვის დადგენილი იყო ფიქსირებული ფასი – პირველი ხარისხის ფქვილის 50-კილოგრამიანი ტომრისთვის – 53 ლარი.ანუ იმ წისქვილკომბინატებს, რომლებიც 53 ლარად აწვდიდნენ ქარხნებს პირველი კატეგორიის ტომარა ფქვილს, მთავრობა სუბსიდიას აძლევდა.პროგრამის მონაწილეები ის წისქვილკომბინატები იყვნენ, რომლებმაც სოფლის განვითარების სააგენტოს ტენდერში გაიმარჯვეს.პურის მორიგი გაძვირება, ექპერტების თქმით, უახლოეს მომვალში მოსალოდნელი არაა.როგორც „Sputnik–საქართველოს“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განუცხადა, ხორბალმა მსოფლიო ბაზრებზე გაძვირება ზაფხულიდან დაიწყო. ოთხ თვეში ერთი ტონა ხორბლის ფასი 240 დოლარიდან 320 დოლარამდე გაიზარდა.წლის განმავლობაში საქართველო იყენებს 700-800 ათას ტონა ხორბალს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან. რუსეთზე ამ მარცვლეულის იმპორტის 70% მოდის, რადგან მისი ფასი საქართველოსთვის ყველაზე ხელსაყრელი იყო.
https://sputnik-georgia.com/20210717/Sida-qarTlSi-marcvleulis-aRebis-procesi-aqtiurad-mimdinareobs-252348248.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250617263_11:0:2740:2047_1920x0_80_0_0_afe6b0361598a75f11b4590b383c3816.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოში პური გაძვირდა – ექსპერტები მიზეზებს განმარტავენ
17:52 11.10.2021 (განახლებულია: 21:31 11.10.2021) ნომერ პირველი პროდუქტის გაძვირებას მწარმოებლები ძირითადად მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასის ზრდას უკავშირებენ.
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში პურის 10 თეთრით გაძვირება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასის ზრდას, განუცხადა პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ
Sputnik-საქართველოს. ადრე ექსპერტები აცხადებდნენ, რომ საკვებ პროდუქტებზე მაღალი დღგ, კომუნალური გადასახადების ტარიფების ზრდა, ასევე საფუარის, ზეთის და მარილის ფასის მატება ნომერ პირველი პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევდა.
ახლა იაფიანი პური, რაზეც ყველაზე მაღალი მოთხოვნაა, ქვეყნის მოსახლეობას მინიმუმ 1 ლარი უჯდება.
„პურის ქარხნებს ეჭირათ ფასები, როგორც შეეძლოთ. ორ-სამ თვეში მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასი გაიზარდა. წლის დასაწყისიდან მოიმატა კომუნალურმა ტარიფებმა და ფასებმა ყველა იმ პროდუქტზე, რომლებისგანაც პური ცხვება“, – განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, პურის თვითღირებულება 15-17 თეთრით გაიზარდა, იმატა ხარჯმა შესაფუთ მასალებზე, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში კიდევ უფრო აუცილებელი გახდა.
პურის ქარხნები შესაფუთს მეზობელ თურქეთში ყიდულობენ, რადგან საქართველოში მათ არ ამზადებენ.
გარდა ამისა, პურის ღირებულებაზე დიდი გავლენა 1 ივლისს პურის ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის დასრულებამ იქონია, რასაც პურის ფასი გასული წლის დეკემბრიდან ეკავა.
ოთხი თვის განმავლობაში, 31 მარტამდე სუბსიდია პირველი ხარისხის 50-კილოგრამიან ტომარა პურის ფქვილზე ჯერ 10, ხოლო შემდეგ 15 ლარს შეადგენდა. შემდეგ სუბსიდირება 30 ივლისამდე გააგრძელეს, ხოლო მისი ოდენობა 20 ლარამდე გაზარდეს.
პროგრამის თანახმად, წისქვილკომბინატებისთვის დადგენილი იყო ფიქსირებული ფასი – პირველი ხარისხის ფქვილის 50-კილოგრამიანი ტომრისთვის – 53 ლარი.
ანუ იმ წისქვილკომბინატებს, რომლებიც 53 ლარად აწვდიდნენ ქარხნებს პირველი კატეგორიის ტომარა ფქვილს, მთავრობა სუბსიდიას აძლევდა.
პროგრამის მონაწილეები ის წისქვილკომბინატები იყვნენ, რომლებმაც სოფლის განვითარების სააგენტოს ტენდერში გაიმარჯვეს.
„სუბსიდირება არ შეიძლება სულ გრძელდებოდეს, მით უმეტეს, რომ ამ პროგრამის გამო პურის მცხობელები არათანაბარ პირობებში იყვნენ. სუბსიდირებაში მონაწილეობა იმ მცხობელებს შეეძლოთ, რომლებიც 20 ტონაზე ნაკლებ პურს არ აცხობდნენ. ამიტომ ვინც ნაკლებს აცხობდა, პროგრამაში ვერ ხვდებოდა“, – თქვა დოლიძემ.
პურის მორიგი გაძვირება, ექპერტების თქმით, უახლოეს მომვალში მოსალოდნელი არაა.
როგორც „Sputnik–საქართველოს“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განუცხადა, ხორბალმა მსოფლიო ბაზრებზე გაძვირება ზაფხულიდან დაიწყო. ოთხ თვეში ერთი ტონა ხორბლის ფასი 240 დოლარიდან 320 დოლარამდე გაიზარდა.
წლის განმავლობაში საქართველო იყენებს 700-800 ათას ტონა ხორბალს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან. რუსეთზე ამ მარცვლეულის იმპორტის 70% მოდის, რადგან მისი ფასი საქართველოსთვის ყველაზე ხელსაყრელი იყო.