თბილისში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ნგრევა მოჰყვა

© photo: Sputnik / Viktor Kaminskyსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად მიტოვებულ შენობას გაუჩნდა და გვერდით მდებარე შენობაზე გადავიდა.
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, კრწანისის რაიონში ხანძარი გაჩნდა, რასაც საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევა მოჰყვა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა კრწანისის რაიონში, ვერცხლის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად მიტოვებულ შენობას გაუჩნდა და გვერდით მდებარე შენობაზე გადავიდა.
ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ. რამდენიმე ოჯახი ამ დრომდე საფრთხის ქვეშაა.
ყველა ახალი ამბავი
0