შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექცია ბათუმის ტრაგედიას ეხმაურება

© photo: Sputnik / Stringerსამგლოვიარო აქცია ბათუმში
სამგლოვიარო აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2021
გამოწერა
შვეიცარიის საელჩოსთან არსებულმა საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექცია ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოხატავს
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. შვეიცარიის საელჩოსთან არსებულმა საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციამ ბათუმში სახლის ჩამონგრევასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.
სამგლოვიარო აქცია დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
ბათუმში სახლის ჩამონგრევა: საქართველო სამძიმრებს იღებს
ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს შვიდსართულიანი საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, ერთი გადარჩენილის მდგომარეობა მძიმეა.

„ჩვენი ფიქრები და გრძნობები ბათუმის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ნათესავებთან და მეგობრებთან არის. უსწრაფესი გამოჯანმრთელება ყველას, ვინც დაშავდა. ჩვენ გულწრფელად ვიზიარებთ გამოუსწორებელი დანაკლისის ტკივილს და სიმწარეს. ჩვენ ვწუხვართ თქვენთან ერთად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0