სააკაშვილის მომხრეებმა პარლამენტთან აქცია გამართეს

გამოწერა
საქართველოს პარლამენტთან კვირას საპროტესტო აქცია გაიმართა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით
აქციაში, რომელიც პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის კიერ იყო ორგანიზებული, რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
აქციის მონაწილეთა ძირითადი ნაწილი ჩარკვიანის მიერ მანამდე შექმნილი „სახალხო მოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ, რომლის ამოცანაც სააკაშვილის სამშობლოში მშვიდობიანი დაბრუნებისთვის ხელშეწყობა იყო.
აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვდნენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას საქართველოში.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს დააკავა — თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე. მას ბრალად სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთა ედება. ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, თუმცა, როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, მისი უკრაინაში ექსტრადირების საკითხი არ განიხილება — სააკაშვილს სასჯელის ვადის მოხდა სამშობლოში მოუწევს.
ყველა ახალი ამბავი
0