ლაგოდეხში აფეთქებების საქმე: სამ პირს ბრალი წარუდგინეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2021
გამოწერა
ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მიმართავს.
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მომხდარი აფეთქებების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება დაკავებულებს ჯგუფურად ჩადენილ აფეთქებებსა და ასაფეთქებელი მოწყობილობების ჯგუფურად შეძენას, შენახვასა და ტარებას ედავება.
გამოძიების მიხედვით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, წარსულში არსებული ფინანსური დავის გამო, ფინანსური და მატერიალური სარგებლის მიღების და დაშინების მიზნით, სოფელ კაბალში მცხოვრები ორი პირის საცხოვრებელი სახლების ეზოებში აფეთქების მოწყობა გადაწყვიტა. ის შეუთანხმდა რ.ა-ს და გ.მ.-ს, რომლებსაც ფულადი თანხის გადახდის სანაცვლოდ, აფეთქება უნდა განეხორციელებინათ.
პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
ბიზნეს-წილებზე დავა თუ... ლაგოდეხში ერთ-ერთი სახლის ეზოში ხელყუმბარები შეაგდეს
უწყების განცხადებით, ბრალდებულებმა რ.ა.-მ და გ.მ.-მ სოფელ კაბალში მცხოვრები ერთ-ერთი პირის საცხოვრებელი სახლის ეზოში ასაფეთქებელი მოწყობილობა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს ააფეთქეს, მეორე პირის საცხოვრებელი სახლის ეზოში კი ორი ცალი ასაფეთქებელი მოწყობილობა 4 ოქტომბერს გადააგდეს, რითაც დაზარალებულების ავტომობილები და საცხოვრებელი სახლები დააზიანეს.
სამართალდამცველებმა რ.ა. და გ.მ. 8 და 9 ოქტომბერს დააკავეს. რაც შეეხება პირს, რომელმაც მათ დანაშაულის ჩადენა დაუკვეთა, მან საქართველოს ტერიტორია 2021 წლის 18 სექტემბერს დატოვა. მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, ტარება ჯგუფურად) და 229-ე მუხლებით (აფეთქება წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ) მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0