Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოვიდ-ლატარიაში 10 ათასი ლარი კიდევ ერთმა ადამიანმა მოიგო

© Pixabay / ChiniGarayლატარეა
ლატარეა - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2021
გამოწერა
საქართველოში წამახალისებელი ლატარია აცრილი მოქალაქეებისთვის 14 სექტემბერს დაიწყო.
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. აცრილი მოქალაქეებისთვის დაწესებულ ყოველკვირეულ ლატარიაში 10 ათასი ლარი მოიგო პიროვნებამ, რომელიც ბათუმში კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinovac-ის ვაქცინით აიცრა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
10 ათასი ლარი უკვე მეოთხედ გათამაშდა ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში „აიცერი და მოიგე“.
გარდა ამისა, სამმა ადამიანმა მოიგო 5-5 ათასი ლარი, ოთხმა – 1,5-1,5 ათასი ლარი და ცხრამ – ათას-ათასი ლარი.
წამახალისებელი ლატარია აცრილი მოქალაქეებისთვის საქართველოში 14 სექტემბრიდან დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ლატარიის გამარჯვებული 4.371 ადამიანი გახდა. მოგებული თანხის საერთო ფონდი დღეისათვის 660.400 ლარია.
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
რა შემთხვევაში გამკაცრდება რეგულაციები: ამირან გამყრელიძის განმარტება
ლატარიის კომპანია ყოველდღიურად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ათამაშებს ფულად ჯილდოს აცრილი მოქალაქეებისთვის. საერთო საპრიზო ფონდი 2,8 მილიონ ლარს შეადგენს.
ათამაშება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტარდება. ვაქცინირებული პირებისთვის ყოველდღიურად 100 და 500 ლარი, ხოლო ყოველკვირეულად – 1.000, 1.500, 5.000 და 10.000 ლარის ოდენობის ჯილდო გათამაშდება. წლის ბოლოს გაიმართება ფინალური გათამაშება, რომლის საპრიზო ფონდი 100 ათას ლარს შეადგენს.
ლატარეა - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ვინ არის გოგონა, რომელმაც კოვიდ-ლატარიაში 10 ათასი ლარი მოიგო
გათამაშებაში საქართველოს ყველა აცრილი მოქალაქე მონაწილეობს. პირველივე დოზით აცრისას მოქალაქეს ავტომატურად ენიჭება დაავადებათა კონტროლის ცენტრის უნიკალური კოდი, რომელიც მონაწილეობს ლატარიაში. ლატარიის კომპანიას ამ ბაზაზე ხელი მიუწვდება. გამარჯვებულები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ვლინდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0