https://sputnik-georgia.com/20211010/koronavisuris-mexute-talra-sesazloa-semdeg-kvirasi-daiwyos-cxaizis-prognozi-260418158.html
კორონავირუსის მეხუთე ტალღა შესაძლოა შემდეგ კვირაში დაიწყოს: ჩხაიძის პროგნოზი
კორონავირუსის მეხუთე ტალღა შესაძლოა შემდეგ კვირაში დაიწყოს: ჩხაიძის პროგნოზი
Sputnik საქართველო
რესპირაციული ვირუსების აქტივაციის პერიოდი ნოემბრის ცივ ამინდებს უნდა ემთხვეოდეს, მაგრამ ზრდა გაცილებით ადრე დაიწყო, მიაჩნია ექიმს 10.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-10T21:09+0400
2021-10-10T21:09+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252111278_40:0:1290:703_1920x0_80_0_0_d7b67c8506cd087b0e7458c78fe37f17.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. თუ შემდეგ კვირაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იქნება, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.მისი თქმით, ბოლო დღეებში ახალი შემთხვევების საგანგაშო ზრდა ფიქსირდება.მანამდე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კორონავირუსის მეხუთე ტალღის დასაწყისი შესაძლოა დაუკავშირდეს ახალი შტამების გამოჩენას, მოსახლეობაში მასობრივი იმუნიტეტის საჭირო დონის არარსებობას და რეკომენდაციების უგულებელყოფას.საქართველოსთვის კორონავირუსის მეოთხე ტალღა ყველაზე მძიმე იყო - რამდენჯერმე გაიზარდა ინფიცირებულთა, საავადმყოფოში გადაყვანილთა და გარდაცვლილთა რიცხვი. ხშირად ახალი შტამის მსხვერპლი ორსულები და ბავშვები ხდებიან. მეოთხე ტალღის მაქსიმალური მაჩვენებელი - 6.208 შემთხვევა - 17 აგვისტოს დაფიქსირდა.
https://sputnik-georgia.com/20211007/gamyrelize-gripis-sawinaarmdego-vaqcinacia-male-daiwyeba-260324589.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252111278_196:0:1133:703_1920x0_80_0_0_c22090c8a95ff5fedfd3fe5fe15f827f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
კორონავირუსის მეხუთე ტალღა შესაძლოა შემდეგ კვირაში დაიწყოს: ჩხაიძის პროგნოზი
21:09 10.10.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) რესპირაციული ვირუსების აქტივაციის პერიოდი ნოემბრის ცივ ამინდებს უნდა ემთხვეოდეს, მაგრამ ზრდა გაცილებით ადრე დაიწყო, მიაჩნია ექიმს
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. თუ შემდეგ კვირაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იქნება, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, ბოლო დღეებში ახალი შემთხვევების საგანგაშო ზრდა ფიქსირდება.
„ძალიან საგანგაშოა ეს მატება. ჩვენი პროგნოზით, ეს მატება შესაძლებელია ნოემბერ-დეკემბერში ყოფილიყო მეხუთე ტალღის სახით და ვფიქრობდით, რომ ხელშემწყობი ცივი ამინდები იქნებოდა რესპირაციული ვირუსების გააქტიურების პერიოდი, თუმცა გაცილებით ადრე დაიწყო ამ შემთხვევების მატებამ. შემდეგი კვირა იქნება გადამწყვეტი. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე მეხუთე ტალღის დასაწყისია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მანამდე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კორონავირუსის მეხუთე ტალღის დასაწყისი შესაძლოა დაუკავშირდეს ახალი შტამების გამოჩენას, მოსახლეობაში მასობრივი იმუნიტეტის საჭირო დონის არარსებობას და რეკომენდაციების უგულებელყოფას.
საქართველოსთვის კორონავირუსის მეოთხე ტალღა ყველაზე მძიმე იყო - რამდენჯერმე გაიზარდა ინფიცირებულთა, საავადმყოფოში გადაყვანილთა და გარდაცვლილთა რიცხვი. ხშირად ახალი შტამის მსხვერპლი ორსულები და ბავშვები ხდებიან. მეოთხე ტალღის მაქსიმალური მაჩვენებელი - 6.208 შემთხვევა - 17 აგვისტოს დაფიქსირდა.