ბათუმის ტრაგედიისას დაღუპულთა პანაშვიდი სვეტიცხოველში - ვიდეო

გამოწერა
სვეტიცხოველში 9 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა პანაშვიდი გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა სვეტიცხოვლის ტაძარში ბათუმში კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შეუკვეთა.
სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. ორმა სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები მიიღო. პოლიციამ დააკავა სამი ეჭვმიტანილი - პირველი სართულის ბინის მეპატრონე და ორი მუშა, რომლებმაც შენობას საყრდენი კედელი მოუნგრიეს.
ტრაგედიასთან დაკავშირებით 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0