ზახაროვა: დასავლეთი OPCW-ს რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2021
გამოწერა
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. დასავლეთის ქვეყნები ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას (OPCW) რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებენ და ამისთვის მათ არ სჭირდებათ ფაქტები, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„რა ხდება იქ, ჩვენ კარგად გვესმის. [OPCW-ს] იყენებენ როგორც ზეწოლის ინსტრუმენტს ჩვენს ქვეყანაზე. და რაც მთავარია, მეჩვენება, არც ისე პირდაპირი ზეწოლისთვის, რადგან მათ ესმით, რომ ეს მცდელობა უსარგებლოა. ყოველ შემთხვევაში, მათ არაფერი გამოუვიდათ, მაგრამ როგორც მუდმივი შესაძლებლობა, მიაპყრონ ყურადღება გარკვეულ თემას, გარკვეულ დღის წესრიგს, კერძოდ, ჩვენი ქვეყნის ზოგიერთ უკანონო ქმედებას ქიმიური იარაღის ირგვლივ“, — თქვა ზახაროვამ.
ამასთან მან დასძინა, რომ დასავლეთის ქვეყნებს „ფაქტები არ სჭირდებათ“.
მანამდე შეერთებულმა შტატებმა და 44 სხვა ქვეყანამ OPCW-ს ხაზით რუსეთს გაუგზავნეს კითხვების სია ალექსეი ნავალნის ინციდენტთან დაკავშირებით და განაცხადეს, რომ პასუხს 10 დღის განმავლობაში ელოდნენ. მოსკოვმა ორი დღის შემდეგ გადასცა პასუხი და ამავდროულად მოამზადა კონტრდემარში OPCW-ში ნავალნის საქმეზე რიგი ქვეყნების წერილის საპასუხოდ. მისი ტექსტი პარასკევს გამოქვეყნდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.
დემარშში რუსული მხარე სთხოვს OPCW-ს ტექნიკურ სამდივნოს, გადასცეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მუდმივ წარმომადგენლობას OPCW-ში შენიშვნის სიტყვიერი ასლი და თანდართული დოკუმენტები.
ყველა ახალი ამბავი
0