თორნიკე შენგელია საკალათბურთო ევროლიგის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

© photo: Sputnik / Mikhail Serbin / გადასვლა მედიაბანკშითორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
გამოწერა
მეტიც, „დანკი“ შენგელიას შესრულებით მატჩის საუკეთესო მომენტად აღიარეს
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი და მოსკოვის „ცსკას“ ფორვარდი თორნიკე შენგელია ევროლიგის მატჩის MVP მოთამაშე გახდა.
„ცსკამ“ გასვლაზე სტამბოლის „ანადოლუ ეფესს“ ანგარიშით 100:96 მოუგეს.
შენგელიამ პარკეტზე 32,5 წუთი გაატარა და ოთხი მოხსნის და სამი შედეგიანი გადაცემის შედეგად 23 ქულა მოაგროვა. „ცსკას“ შემადგენლობაში ქართველი ფორვარდი ყველაზე შედეგიან მოთამაშედ აღიარეს. მეტიც, „დანკი“ შენგელიას შესრულებით მატჩის საუკეთესო მომენტად აღიარეს.

„ეს იყო თამაში-ტრილერი. რაც მართალია, მეტოქე არ ნებდებოდა, ჩვენც ასევე. მიუხედავად იმისა, რომ სხვაობა ორ ქულამდე შევამცირეთ, თავი ხელში ავიყვანეთ და მივყევით გეგმას, რომელიც მწვრთნელმა დასახა. ყველა მონაწილეობდა თავდაცვაშიც და თავდასხმაშიც“, - განაცხადა შენგელიამ მატჩის შემდეგ.

„ეფესთან“ გამარჯვება „ცსკასთვის“ პირველია ევროლიგის ამჟამინდელ გათამაშებაში. ტურნირის სასტარტო მატჩში „არმიელები“ გასვლაზე „მილანთან“ დამარცხდნენ (74:84).
შენგელია „ცსკას“ შემადგენლობაში გასული ზაფხულიდან ასპარეზობს. რუსულ კლუბში ის გადავიდა „ბასკონიიდან“, სადაც ექვსი სეზონი გაატარა. 30 წლის კალათბურთელსა და „არმიელებს“ შორის კონტრაქტი სამ წელიწადზეა გათვლილი.
ყველა ახალი ამბავი
0