Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისის შემდეგ იმერეთი: კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Stringerგამვლელები პირბადეებით
გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.844-ით გაიზარდა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 631.563-ს მიაღწია.
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.844 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 775 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 607, კახეთი - 368, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 339, ქვემო ქართლი - 154, შიდა ქართლი - 147, აჭარა - 127, გურია - 116, მცხეთა-მთიანეთი - 85, სამცხე-ჯავახეთი - 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 52.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.844-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 631.563-ს მიაღწია.
გიგი უგულავა - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 598.468 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 814), გარდაიცვალა – 9.221 (ბოლო 24 საათში – 29). კარანტინის რეჟიმშია 67, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.203 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 667 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 38.042 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23.889, PCR–ტესტით – 14.153.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7.48%, ბოლო 14 დღის – 5,94%, ბოლო 7 დღის – 7,01%.
სულ ჩატარებულია1.862.753 აცრა, ერთ დღეში აცრილია 9.457 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0