https://sputnik-georgia.com/20211009/gomelauri-kidev-seizleba-iyos-safrtxe-da-senobis-nawili-camoisalos-260398657.html
გომელაური: კიდევ შეიძლება იყოს საფრთხე და შენობის ნაწილი ჩამოიშალოს
გომელაური: კიდევ შეიძლება იყოს საფრთხე და შენობის ნაწილი ჩამოიშალოს
Sputnik საქართველო
შენობის დარჩენილი ნაწილის ჩამონგრევის საფრთხის გამო 26 მაისის ქუჩა და უკანა ეზოს ტერიტორია გადაიკეტება. 09.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-09T18:13+0400
2021-10-09T18:13+0400
2021-10-09T18:13+0400
ახალი ამბები
ბათუმი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260395768_171:210:1256:821_1920x0_80_0_0_910b177924634252cc8c9a87d52f3beb.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში ჩამონგრეული სახლის ადგილზე ნანგრევებისგან გაწმენდის სამუშაოები დროებით შეჩერდება, რათა სახლის სხვა ნაწილის ჩამონგრევა არ მოხდეს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.მისი თქმით, სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად სინკარები გადმოწეულია, „კიდევ შეიძლება მოხდეს საფრთხე და შენობის ნაწილი ჩამოიშალოს“, შესაბამისად, მშენებლებმა უნდა იმსჯელონ შემდგომ ნაბიჯებზე, მათ შორის შენობის დემონტაჟზე.მინისტრის თქმით, ადგილზე პოლიციელები დარჩებიან, ხოლო შენობის დარჩენილი ნაწილის ჩამონგრევის საფრთხის გამო 26 მაისის ქუჩა და უკანა ეზოს ტერიტორია გადაიკეტება.„გეოლოგები შეაფასებენ აქ არსებული საცხოვრებელი სახლების უსაფრთხოებას და ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული. რაც შეეხება დანარჩენ შემდგომ საკითხებს, პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიგლოვოთ ის ადამიანები, ვინც დაგვაკლდა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი ოჯახებისთვის. ყველა სამსახური გააკეთებს მაქსიმუმს, რომ არც ერთი ადამიანი და არც ერთი აქ მცხოვრები არ დარჩეს ყურადღების გარეშე“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.8 ოქტომბერს ნაშუადღევს რამდენიმე წამში საცხოვრებელი სახლის სადარბაზო, სადავ 12 ოჯახი ცხოვრობდა, ნანგრევების გროვად იქცა. დაიღუპა ცხრა ადამიანი, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი პირი: პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი გახდა მზიდი კედლის დემონტაჟი პირველ სართულზე, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და სილამაზის სალონი უნდა გახსნილიყო.დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.11 ოქტომბერს საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
https://sputnik-georgia.com/20211009/batumsi-saxlis-nangrevebidan-kidev-erti-cxedari-amoiyvanes-260398189.html
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260395768_252:207:1115:854_1920x0_80_0_0_250af80ce63a918e66b9071f8b8223cc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში
გომელაური: კიდევ შეიძლება იყოს საფრთხე და შენობის ნაწილი ჩამოიშალოს
შენობის დარჩენილი ნაწილის ჩამონგრევის საფრთხის გამო 26 მაისის ქუჩა და უკანა ეზოს ტერიტორია გადაიკეტება.
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში ჩამონგრეული სახლის ადგილზე ნანგრევებისგან გაწმენდის სამუშაოები დროებით შეჩერდება, რათა სახლის სხვა ნაწილის ჩამონგრევა არ მოხდეს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
„ჩვენ ვაჩერებთ სამუშაოებს რაღაც დროის განმავლობაში, რომ მშენებლებმა მოგვცენ ნებართვა, გავაგრძელოთ მუშაობა თუ არა, რომ არ გამოიწვიოს ჩვენმა მუშაობამ ნგრევა და კიდევ არ ჩამოიშალოს მეორე კორპუსი“, - განაცხადა გომელაურმა.
მისი თქმით, სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად სინკარები გადმოწეულია, „კიდევ შეიძლება მოხდეს საფრთხე და შენობის ნაწილი ჩამოიშალოს“, შესაბამისად, მშენებლებმა უნდა იმსჯელონ შემდგომ ნაბიჯებზე, მათ შორის შენობის დემონტაჟზე.
მინისტრის თქმით, ადგილზე პოლიციელები დარჩებიან, ხოლო შენობის დარჩენილი ნაწილის ჩამონგრევის საფრთხის გამო 26 მაისის ქუჩა და უკანა ეზოს ტერიტორია გადაიკეტება.
„გეოლოგები შეაფასებენ აქ არსებული საცხოვრებელი სახლების უსაფრთხოებას და ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული. რაც შეეხება დანარჩენ შემდგომ საკითხებს, პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიგლოვოთ ის ადამიანები, ვინც დაგვაკლდა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი ოჯახებისთვის. ყველა სამსახური გააკეთებს მაქსიმუმს, რომ არც ერთი ადამიანი და არც ერთი აქ მცხოვრები არ დარჩეს ყურადღების გარეშე“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
8 ოქტომბერს ნაშუადღევს რამდენიმე წამში საცხოვრებელი სახლის სადარბაზო, სადავ 12 ოჯახი ცხოვრობდა, ნანგრევების გროვად იქცა. დაიღუპა ცხრა ადამიანი, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი პირი: პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი გახდა მზიდი კედლის დემონტაჟი პირველ სართულზე, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და სილამაზის სალონი უნდა გახსნილიყო.
დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
11 ოქტომბერს საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.