https://sputnik-georgia.com/20211009/germaniasi-sokoebsi-jer-kide-pouloben-cernobilis-tragediit-gamowveuli-radiaciis-kvals-260402140.html
გერმანიაში სოკოებში ჯერ კიდევ პოულობენ ჩერნობილის ტრაგედიით გამოწვეული რადიაციის კვალს
გერმანიაში სოკოებში ჯერ კიდევ პოულობენ ჩერნობილის ტრაგედიით გამოწვეული რადიაციის კვალს
Sputnik საქართველო
სოკო ჯერ კიდევ შეიცავს რადიოაქტიურ ელემენტებს, მაგრამ არა იმ კონცენტრაციით, რომელიც მომხმარებლებს საფრთხეს შეუქმნიდა 09.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-09T21:54+0400
2021-10-09T21:54+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252402781_0:100:1920:1180_1920x0_80_0_0_3bc943db3a4c6e9c58db589f6242e0f4.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. ტყის სოკო გერმანიაში ჯერ კიდევ შეიცავს რადიოაქტიური ელემენტების მომატებულ კონცენტრაციას ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შედეგად, მაგრამ დაბინძურების დონე არ არის იმხელა, რომ მომხმარებლებს საფრთხე შეუქმნას, იუწყება მომხმარებელთა უფლებების დაცვის და სურსათის უსაფრთხოების ფედერალური უწყება (BVL).უწყებამ გაანალიზა ტყის სოკოს ნიმუშები გერმანიის ყველა რეგიონიდან, რომელიც 2015 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში შეგროვდა. რადიოაქტიური ელემენტები 74 ნიმუშიდან 70-ში გამოვლინდა.„უპირველეს ყოვლისა, სამხრეთ გერმანიაში ტყის სოკოში გვხვდება რადიოაქტიური ცეზიუმის (ცეზიუმ-137) მომატებული კონცენტრაცია 1986 წელს ჩერნობილში მომხდარი ატომური კატასტროფის გამო. სოფლის მეურნეობის პროდუქტებთან შედარებით, ტყის სოკო კვლავ უფრო მეტადაა დაბინძურებული. ველურ ბუნებრივ სისტემებში მკვებავი ნივთიერებების ბრუნვის გამო მოსალოდნელია, რომ მომავალში ეს რადიოაქტიურობა ძალიან ნელა შემცირდება“,- აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ გერმანიაში აკრძალულია ისეთი პროდუქციის გაყიდვა, რომლებშიც ცეზიუმ-137-ის კონცენტრაცია აღემატება 600 ბეკერელ/კილოგრამს, მაგრამ ასეთი დონე შეგროვებული სოკოს არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა. BVL–ში ასევე აღნიშნეს, რომ რადიოაქტიური ელემენტების გარდა, სოკოს შეგროვებისას შემგროვებლის კალათაში შესაძლოა მოხვდეს შხამიანი სოკო, ამიტომ დეპარტამენტი არ ურჩევს გამოუცდელ მოყვარულებს სოკოს დამოუკიდებლად შეგროვებას.
https://sputnik-georgia.com/20190729/mkvleli-soko-lentexshi-tragedia-datrialda-246089717.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252402781_107:0:1814:1280_1920x0_80_0_0_03db110b00597682d3985d636f9ca6da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები
გერმანიაში სოკოებში ჯერ კიდევ პოულობენ ჩერნობილის ტრაგედიით გამოწვეული რადიაციის კვალს
21:54 09.10.2021 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) სოკო ჯერ კიდევ შეიცავს რადიოაქტიურ ელემენტებს, მაგრამ არა იმ კონცენტრაციით, რომელიც მომხმარებლებს საფრთხეს შეუქმნიდა
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. ტყის სოკო გერმანიაში ჯერ კიდევ შეიცავს რადიოაქტიური ელემენტების მომატებულ კონცენტრაციას ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შედეგად, მაგრამ დაბინძურების დონე არ არის იმხელა, რომ მომხმარებლებს საფრთხე შეუქმნას, იუწყება მომხმარებელთა უფლებების დაცვის და სურსათის უსაფრთხოების ფედერალური უწყება (BVL).
უწყებამ გაანალიზა ტყის სოკოს ნიმუშები გერმანიის ყველა რეგიონიდან, რომელიც 2015 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში შეგროვდა. რადიოაქტიური ელემენტები 74 ნიმუშიდან 70-ში გამოვლინდა.
„უპირველეს ყოვლისა, სამხრეთ გერმანიაში ტყის სოკოში გვხვდება რადიოაქტიური ცეზიუმის (ცეზიუმ-137) მომატებული კონცენტრაცია 1986 წელს ჩერნობილში მომხდარი ატომური კატასტროფის გამო. სოფლის მეურნეობის პროდუქტებთან შედარებით, ტყის სოკო კვლავ უფრო მეტადაა დაბინძურებული. ველურ ბუნებრივ სისტემებში მკვებავი ნივთიერებების ბრუნვის გამო მოსალოდნელია, რომ მომავალში ეს რადიოაქტიურობა ძალიან ნელა შემცირდება“,- აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.
უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ გერმანიაში აკრძალულია ისეთი პროდუქციის გაყიდვა, რომლებშიც ცეზიუმ-137-ის კონცენტრაცია აღემატება 600 ბეკერელ/კილოგრამს, მაგრამ ასეთი დონე შეგროვებული სოკოს არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა. BVL–ში ასევე აღნიშნეს, რომ რადიოაქტიური ელემენტების გარდა, სოკოს შეგროვებისას შემგროვებლის კალათაში შესაძლოა მოხვდეს შხამიანი სოკო, ამიტომ დეპარტამენტი არ ურჩევს გამოუცდელ მოყვარულებს სოკოს დამოუკიდებლად შეგროვებას.