Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 598.468 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 814), გარდაიცვალა – 9.221 (ბოლო 24 საათში – 29). კარანტინის რეჟიმშია 67, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.201 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 660 ადამიანი იმყოფება.
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.844-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 631.563-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 598.468 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 814), გარდაიცვალა – 9.221 (ბოლო 24 საათში – 29). კარანტინის რეჟიმშია 67, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.201 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 660 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 38.042 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23.889, PCR–ტესტით – 14.153.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7,48%, ბოლო 14 დღის – 5,94%, ბოლო 7 დღის – 7,01%.
სულ ჩატარებულია 1.862.753 აცრა, ერთ დღეში აცრილია 9.457 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0