ბათუმში სახლის ნანგრევებიდან კიდევ ორი ცხედარი ამოიყვანეს

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliსამაშველო-სამძებრო ოპერაცია ბათუმში სახლის ჩამონგრევის ადგილზე
სამაშველო-სამძებრო ოპერაცია ბათუმში სახლის ჩამონგრევის ადგილზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
გამოწერა
ამ დროის მონაცემებით ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სულ რვა ადამიანი ემსხვერპლა, მაშველები ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან გარდაცვლილი დედა და მისი 12 წლის შვილი ამოიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად სულ რვა ადამიანია გარდაცვლილი, სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება. ნანგრევებში, სავარაუდოდ, კიდევ ერთ ადამიანია დარჩენილი.
საავადმყოფოში იმყოფება ერთი დაშავებული მამაკაცი, რომლის მდგომარეობა მძიმეა.
სასწრაფო დახმარება სახლის ჩამონგრევის ადგილზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
როგორია ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი
ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი სახლის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს დღის 12 საათზე ჩამოინგრა. სახლის ჩამონგრევის შემდეგ შსს-მ სამი ადამიანი დააკავა: პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. უწყების მონაცემებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც, სავარაუდოდ, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით - სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა.
დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0