ბათუმში ჩამონგრეული სახლის მიმდებარე შენობების მდგრადობას გეოლოგები შეისწავლიან

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliდანგრეული შენობა
დანგრეული შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
გამოწერა
სახლის ჩამონგრევის შემდეგ დააკავეს სამი პირი: პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ გეოლოგები ყველა მიმდებარე შენობის მდგრადობას შეისწავლიან, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
მისი თქმით, ეს საჭიროა იმის დასადგენად, რამდენად უსაფრთხოა ჩამონგრეული შენობის სიახლოვეს დარჩენა და ცხოვრება.
„შსს-მ უკვე გააკეთა მყისიერი რეაგირება. დადგა კონკრეტული პირების მიმართ პასუხისმგებლობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. მობილიზებული არიან როგორც კონსტრუქტორები, ასევე გეოლოგები. ისინი ირგვლივ შეისწავლიან ყველა კორპუსის მდგრადობას“, – განუცხადა ჟურნალისტებს თორნიკე რიჟვაძემ.
ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი სახლის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს დღის 12 საათზე ჩამოინგრა. გარდაიცვალა ექვსი ადამიანი, საიდანაც ოთხი - ერთი ოჯახის წევრია. ერთი გადარჩენილის მდგომარეობა მძიმე რჩება.
მძიმე ღამე ბათუმში: გადარჩენილების პოვნის შანსი მცირდება - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
მძიმე ღამე ბათუმში: გადარჩენილების პოვნის შანსი მცირდება - ვიდეო
სახლის ჩამონგრევის შემდეგ შსს-მ სამი ადამიანი დააკავა: პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. უწყების მონაცემებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც, სავარაუდოდ, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით - სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა.
დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0