ავარია გორის ცენტრალურ მაგისტრალზე - გარდაცვლილთა შორის არასრულწლოვანია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
გამოწერა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი ადგილზე, ხოლო კიდევ ერთი დაშავებული მამაკაცი კლინიკაში შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაიღუპა, ორი კი დაშავდა, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ქორწილის კოლონას მიჰყვებოდა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა არასრულწლოვანი პირი, ხოლო 30 წლამდე მამაკაცი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
რაც შეეხებათ ავარიის შედეგად დაშავებულებს, ისინი გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობით, ორივე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ყველა ახალი ამბავი
0