ტრაგედია ბათუმში: მაშველები ნანგრევებთან განათებას ამონტაჟებენ

© photo: Sputnik / Stringerსახლის ჩამონგრევის ადგილი ბათუმში
სახლის ჩამონგრევის ადგილი ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
მაშველებს ნანგრევებისგან ტერიტორიის გათავისუფლებაში ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლებიც ეხმარებიან.
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრეულ სადარბაზოსთან მაშველები განათებას ამონტაჟებენ.
ადგილზე გაშლილია სამხედრო კარავი მაშველებისთვის.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო შუადღისას ჩამოინგრა. სავარაუდოდ, ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი. ნგრევის მიზეზად რამდენიმე ვერსია განიხლება.
ცოტა ხნის წინ კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს. მანამდე კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვია ამოყვანილი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
სახლის ჩამონგრევის ადგილი ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ამ წუთებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს აგრძელებენ.
ადგილობრივი მცხოვრებლების გაცხადებით, კორპუსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, იყო ძლიერი ვიბრაცია, რამაც ისედაც ძველი და ამორტიზებული კორპუსი კიდევ უფრო დააზიანა. მათი თქმით, შენობაზე დამატებითი, მე-6 და მე-7 სართულებიც იყო დაშენებული, რაც ასევე სიმძიმეს ზრდიდა.
განიხილება გაზის აფეთქების ვერსიაც, თუმცა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტებთან განცხადა, რომ შემთხვევამდე 15 წუთით ადრე კორპუსის მაცხოვრებლებს ბუნებრივი აირის გათიშვასთან დაკავშირებით აცნობეს.
სამაშველო სამსახური ტერიტორიას წმენდს, სამუშაოები ძირითადად ხელით, მძიმე ტექნიკის მინიმალური გამოყენებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0