ვლადიმერ მგალობლიშვილი: ნანგრევებში რამდენიმე ბავშვია მოყოლილი, აქედან ერთი ჩვილია

© photo: Sputnik / Stringer ტრაგედია ბათუმში
 ტრაგედია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში ჩამონგრეული სადარბაზოს ნანგრევებში მოყოლილთა შორის რამდენიმე ბავშვია, მათ შორის ერთი ჩვილია, აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი.

„ერთი მცირეწლოვანი ბავშვია ნანგრევებში, ჩვილიც შეიძლება იყოს. ერთის მშობელი გარეთ იმყოფება“, – აღნიშნა მან.

მგალობლიშვილს იმედი აქვს, რომ მაშველები უახლოეს ხანებში მიაღწევენ ბავშვამდე, რომელიც მანამდე კონტაქტზე გამოდიოდა და რომელიც, სავარაუდოდ, მარტო არ იმყოფება ნანგრევებში.
ტრაგედია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
მამას სტრესი აქვს: ნანგრევებში მოყოლილი ბავშვის ოჯახის ახლობელი პირველ კომენტარს აკეთებს
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო დღეს, დაახლოებით 12 საათზე ჩამოინგრა. ზოგი ვერსიით, ნგრევის მიზეზი შეიძლება იყოს კორპუსზე დამატებით დაშენებული ორი სართული, ან პირველ სართულზე მდებარე სილამაზის სალონში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ბუნებრივი აირის გაჟონვით მომხდარი აფეთქება პრაქტიკულად გამოირიცხა, ვინაიდან, მოსახლეობის თქმით, კორპუსში გაზი გამორთული იყო. ტრაგედიის რეალურ მიზეზს საბოლოოდ გამოძიება დაადგენს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ნანგრევებში, სავარაუდოდ, 7-8 ადამიანია მოყოლილი.
ყველა ახალი ამბავი
0