„ძალიან მძიმე შემთხვევაა“ – თორნიკე რიჟვაძე ჩამონგრეულ კორპუსთან მივიდა

© photo: Sputnikთორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
თბილისი, 8 ოქტომბერი − Sputnik. აჭარის მთავრობის მეთაური ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას ძალიან მძიმე შემთხვევას უწოდებს.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, ამ წუთებში ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება ხდება, რათა ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები გადაარჩინონ.

„ძალიან მძიმე შემთხვევაა, მაშველებმა ბავშვი გადაარჩინეს, მაგრამ კვლავ რჩებიან ნანგრევებში ადამიანები. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა დამატებითი ძალები იქნება მობილიზებული და ყველაფერი გაკეთდება მათ გადასარჩენად. მომხდარზე სრული ინფორმაცია არ გვაქვს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი შენობის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. მაშველები ნანგრევებში მობინადრეებს ეძებენ. ნანგრევებიდან ისმის მოქალაქეების ხმა, რომლებიც დახმარებას ითხოვენ.
ყველა ახალი ამბავი
0