თბილისში კვირას სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliთაკო ჩარკვიანი
თაკო ჩარკვიანი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ გამოცხადებულ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებენ, მაგრამ ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ აქციაზე ბევრი ადამიანი მივა.
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირზე 10 ოქტომბერს, 17 საათზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ამის შესახებ ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
აქციას „სახალხო მოძრაობა“ ჩაატარებს, რომელიც უფრო ადრე ჩარკვიანმა სააკაშვილის სამშობლოში მშვიდობიანად ჩამოსვლისთვის დააარსა. ამჟამად „სახალხო მოძრაობა“ ექს-პრეზიდენტის გასათავისუფლებლად ხელმოწერებს აგროვებს.
ჩარკვიანის თქმით, აქცია ხელისუფლებისთვის ერთგვარი გაფრთხილება იქნება. გარდა სააკაშვილის გათავისუფლებისა, აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას.

„დიდ, მრავალათასიან აქციას ვაანონსებთ. ეს არის ის შეპირებული აქცია, რომელზეც ამდენი ხანია ვსაუბრობდით. „სახალხო მოძრაობა” აანონსებს გამაფრთხილებელ აქციას არჩევნების სავარაუდო გაყალბების წინააღმდეგ და ვადამდელ არჩევნებამდე მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად“, – განუცხადა ჩარკვიანმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, აქცია გაიმართება 14 ოქტომბერსაც. როგორც ჩარკვიანმა განმარტა, თუ აქციას სხვა ოპოზიციური პარტიები არ შეუერთდებიან, ეს ფაქტი მათ დიდად არ შეუშლის ხელს.
საპროტესტო აქცია სააკაშვილის მხარდასაჭერად - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
როდის და სად გაიმართება სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური აქცია
„დღეს სამწუხარო განცხადება მოვისმინე „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლისგან”, „ლელოსგან” და „ევროპული საქართველოსგან” და ეს მათი პრობლემაა. მათაც ჰყავთ ამომრჩევლები, რომლებიც იტყვიან თავის სიტყვას და თუ ისინი ამ აქციას არ შეუერთდებიან, ეს აქციას ხელს არაფერში შეუშლის, არამედ ისინი შეუშლიან საკუთარ თავს ხელს. ჩვენ ვართ ერთნი, „ნაციონალური მოძრაობა” და „სახალხო მოძრაობა“ ემსახურება ერთ მიზანს“, – აღნიშნა ჩარკვიანმა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ამჟამად უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე თბილისში დააკავეს. საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ ექს-პრეზიდენტის, როგორც უკრაინის მოქალაქის ექსტრადიცია არ განიხილება და იგი სასჯელის სრულ ვადას საქართველოში მოიხდის.
ყველა ახალი ამბავი
0