„გადაწყდა, რომ მე ვარ უშნო“ – როგორ დაკარგა თვითშეფასება რუსკა მაყაშვილმა ნინუცას გამო

© Facebook / Ruska Makashviliრუსკა მაყაშვილი
რუსკა მაყაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
რუსკა მაყაშვილმა საზოგადოებას გაუმხილა, რატომ დაკარგა ბავშვობის პერიოდში თვითშეფასება.
მსახიობმა და ტელეწამყვანმა „The Talk შოუში“ ბავშვობის წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ თავიდან საკუთარი თავი ყველაზე ლამაზი ეგონა, მაგრამ ერთ ზაფხულსაც აღმოაჩინა, რომ მისი და სჯობდა.
ამაში, რუსკას თქმით, ორმა „სილამაზის კონკურსმა“ დაარწმუნა, რომელიც სახელდახელოდ ჯერ თბილისში, ეზოს ბავშვებში მოაწყო, შემდეგ ფასანაურში, სადაც ოჯახთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა.

„ეს ჩემი უაზროდ ამაღლებული თვითშეფასება გაქრა, გადაწყდა, რომ მე ვარ უშნო, ჩემს თავს ვეძახდი შეუხედავს. შემძულდა ჩემი თავი, ჩემი ტანი. არ ველაპარაკებოდი დედაჩემს, ჩემს დას. დღემდე მაქვს საკმაოდ დაბალი თვითშეფასება, მაგრამ შევიყვარე ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ. როცა ერთ-ერთი ბანკის რეკლამაში გამოვჩნდი ფიფქიას როლში, არავინ იცოდა, ვინ იყო ის გოგო. მაშინაც ძალიან მაბულინგებდნენ, მაგრამ მე ვამბობ, რომ მაქვს დიდი ცხვირი და ძალიან მომწონს ჩემი დიდი ცხვირი“, – თქვა რუსკა მაყაშვილმა.

რუსკა და ნინუცა მაყაშვილები საზოგადოებისთვის ცნობილი დები არიან. მათი დედა თამარ მაყაშვილი ცნობილი მსახიობია.
ყველა ახალი ამბავი
0