https://sputnik-georgia.com/20211008/nato-saqartvelostan-tanamshomlobas-gaapartoebs-260364652.html
ნატო საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობას გააძლიერებს
ნატო საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობას გააძლიერებს
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე აღინიშნა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებაში მიღწეული პროგრესი. 08.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-08T16:58+0400
2021-10-08T16:58+0400
2021-10-08T20:27+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
ნატო
საქართველოს თავდაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260348292_113:90:1188:695_1920x0_80_0_0_263587b4f46e2bae45285e966b075b15.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ნატო–საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს ნატოს სამხედრო კომიტეტის პლენარულ სხდომაზე, რომელიც წინანდალში გაიმართა, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები იმყოფებიან. პლენარული სხდომის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს რეგიონში არსებულ უშიშროების გარემოზე და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე, შავი ზღვის უშიშროებასა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პრაქტიკულ ასპექტებზე, თავდაცვის სისტემასა და თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებზე, ასევე ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა, სამხედრო კომიტეტის მეოთხე ვიზიტი არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დადასტურდეს ნატოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.შეხვედრაზე აღინიშნა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებაში მიღწეული პროგრესი.საქართველო ნატოს სამხედრო კომიტეტს მეოთხედ მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში ადმირალმა ბაუერმა შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ნატო–საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და გაეცნენ თავდაცვის ძალების საწვრთნელ შესაძლებლობებს, ახალ ინფრასტრუქტურას და საწვრთნელ სისტემებს.
https://sputnik-georgia.com/20210928/saqartvelos-wylebshi-natos-xomaldebi-shemovidnen-video-259984876.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260348292_458:135:1204:695_1920x0_80_0_0_582857b72472e1a6ffd1c8486c21fd64.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ნატო , საქართველოს თავდაცვა
პოლიტიკა, ახალი ამბები, ნატო , საქართველოს თავდაცვა
ნატო საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობას გააძლიერებს
16:58 08.10.2021 (განახლებულია: 20:27 08.10.2021) შეხვედრაზე აღინიშნა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებაში მიღწეული პროგრესი.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ნატო–საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს ნატოს სამხედრო კომიტეტის პლენარულ სხდომაზე, რომელიც წინანდალში გაიმართა,
იუწყება თავდაცვის სამინისტრო.
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები იმყოფებიან. პლენარული სხდომის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს რეგიონში არსებულ უშიშროების გარემოზე და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე, შავი ზღვის უშიშროებასა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პრაქტიკულ ასპექტებზე, თავდაცვის სისტემასა და თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებზე, ასევე ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
28 სექტემბერი 2021, 21:37
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა, სამხედრო კომიტეტის მეოთხე ვიზიტი არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დადასტურდეს ნატოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
„ნატოსა და საქართველოს უნიკალური პარტნიორობა აკავშირებს, რომელიც დროთა განმავლობაში მხოლოდ ძლიერდება. ჩვენი პარტნიორობა ყოველთვის ორმხრივად სასარგებლოა“, – აღნიშნა ადმირალმა ბაუერმა.
შეხვედრაზე აღინიშნა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებაში მიღწეული პროგრესი.
საქართველო ნატოს სამხედრო კომიტეტს მეოთხედ მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში ადმირალმა ბაუერმა შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ნატო–საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და გაეცნენ თავდაცვის ძალების საწვრთნელ შესაძლებლობებს, ახალ ინფრასტრუქტურას და საწვრთნელ სისტემებს.