ვითარება ბათუმში – ნანგრევებიდან მოქალაქეები გამოჰყავთ

© photo: Sputnik / Stringerმაშველები
მაშველები - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
ხუთსართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოშლილია. ნანგრევებში მოყვნენ ადამიანები, თუმცა დაზარალებულთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის ჩამონგრევა სავარაუდოდ აფეთქებამ გამოიწვია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოიშალა. შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში მოყვნენ კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები, რომელთა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამაშველო ჯგუფებმა რამდენიმე ადამიანი ნანგრევებიდან უკვე გამოიყვანეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შენობის ნგრევამდე მათ ძლიერი ხმა გაიგეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მთლიანად აღნიშნულ კორპუსში 200-მდე ადამიანი ცხოვრობს, კონკრეტულად ჩამონგრეულ სადარბაზოში მცხოვრებთა რაოდენობა ჯერ უცნობია. ამ დროისათვის კორპუსის სხვა სადარბაზოებიდან მოქალაქეთა ნაწილის ევაკუაცია სახანძრო კიბის მეშვეობით აივნებიდან ხდება. ამასთან, მიმდინარეობს დამატებითი სამაშველო ბრიგადების მობილიზება.
მომხდარის შედეგად შესაძლო მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული და მიმდებარე ტერიტორიას სამართალდამცველები აკონტროლებენ.
ყველა ახალი ამბავი
0