ლანჩხუთში შინდისის გმირის საფლავი გაქურდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
ბრალდებულებმა საფლავებიდან მოპარული ლითონის ნაკეთობები ზესტაფონში ჩააბარეს. დანაშაული სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. პოლიციამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საფლავების გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს ლანჩხუთში ხუთი საფლავი გაქურდეს. მათ შორის, აღნიშნულმა პირებმა სოფელ ქვიანში შინდისის გმირის რუსლან წულაძის საფლავზე არსებული ალუმინის ნაკეთობები მოიპარეს.
ბრალდებულებმა საფლავებიდან მოპარული ლითონის დეტალები ზესტაფონში მდებარე შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში ჩააბარეს. სამართალდამცველებმა მოპარული საქონელი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
საქმეზე გამოძიება მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0