ცნობილი გახდა „ევროვიზია 2022“-ის ჩატარების ადგილი

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიჯგუფი Maneskin
ჯგუფი Maneskin  - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
„ევროვიზიის“ ჩატარების პრეტენდენტი ქალაქები მილანი, ბოლონია, რიმინი და პეზარო იყვნენ.
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. სიმღერის საერთაშორისო კონკურსი „ევროვიზია“ 2022 წელს ტურინში გაიმართება, იუწყება РИА Новости ქალაქის მერის კიარუ აპენდინოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
„ჩვენ გავიმარჯვეთ. ტურინმა გაიმარჯვა! კეთილი იყოს თქვენი ფეხი ტურინში, სიმღერის კონკურსზე „ევროვიზია 2022“, – დაწერა მერმა Twitter-ში.
კონკურსის ჩატარების პრეტენზია ტურინთან ერთად ჰქონდათ მილანს, ბოლონიას, რიმინისა და პეზაროს.
„ევროვიზია“ იტალიაში ჩატარდება, რადგან 2021 წელს როტერდამში კონკურსში იტალიურმა ჯგუფმა Maneskin-მა გაიმარჯვა. კონკურსის ფინალი 2022 წლის 14 მაისს იტალიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ არენა PalaOlimpico-ზე გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0