ბათუმში კორპუსი ჩამოშალა: ნანგრევებიდან ადამიანები გამოჰყავთ – ვიდეო

გამოწერა
ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან, სადაც ნანგრევებისგან გაწმენდა და გადარჩენილების ძებნა მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ტრაგედიის მიზეზის რამდენიმე ვერსია დასახელდა – გაზის აფეთქება, საყრდენი კედლების მონგრევა, ზემოდან ორი სართულის დაშენება, ლიფტის მიშენება, თუმცა ყველა ერთხმად აცხადებს, რომ სახლი ავარიული არ იყო.
ადგილობრივები აგრესიით შეხვდნენ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს ლელა სურმანიძეს. ისინი მას დაშენების ნებართვის უკანონოდ გაცემაში ადანაშაულებენ. თუმცა სურმანიძე ირწმუნება, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში კორპუსში სამშენებლო სამუშაოები არ განხორციელებულა. სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოების ნელი ტემპი სურმანიძემ იმით ახსნა, რომ ყველაფრის კეთება მხოლოდ ხელით ხდება.
მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ 2016 წლიდან არ გაცემულა შენობებზე დაშენების ნებართვები. „დაშენება 20 წლის წინ განხორციელდა. რაც შეეხება ლიფტს, მასზე ნებართვა 2017 წელს გაიცა. ლიფტი მსუბუქი კონსტრუქციაა, რომელიც შენობაზე გარედანაა მიმაგრებული“, – განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობების შემსრულებელმა.
ყველა ახალი ამბავი
0