ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ჩამონგრეული კორპუსი საცხოვრებლად ვარგისი იყო

© photo: Sputnikბათუმის მერია
ბათუმის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომლის ნაწილიც ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა, საცხოვრებლად ვარგისი იყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმის მერის მოადგილემ ლელა სურმანიძემ განუცხადა.
ტრაგედია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
ბათუმში ნანგრევებში მოყოლილი ავტომანქანიდან ბავშვი გამოიყვანეს
მისი ინფორმაციით, კორპუსი ამორტიზებული არ იყო.

„მე-6 სართული იყო დაშენებული რამდენიმე წლის წინ, მაგრამ ეს ვერ გახდებოდა ნგრევის მიზეზი. შესაძლოა ყოფილიყო გაზის გაჟონვის შედეგად გამოწვეული აფეთქება, თუმცა დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი. კორპუსს უსაფრთხოების მიზნით შეუწყდა გაზისა და წყლის მიწოდება“, – განაცხადა ლელა სურმანიძემ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.
ყველა ახალი ამბავი
0