https://sputnik-georgia.com/20211007/zaxarova-natos-gadawyvetileba-rusi-diplomatebis-gazevebis-sesaxeb-uceremonioa-260338842.html
ზახაროვა: ნატოს გადაწყვეტილება რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ უცერემონიოა
ზახაროვა: ნატოს გადაწყვეტილება რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ უცერემონიოა
Sputnik საქართველო
რუსული მხარე საპასუხო ზომებს მიიღებს, ხაზგასმით აღნიშნა ზახაროვამ 07.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-07T23:44+0400
2021-10-07T23:44+0400
2021-10-07T23:44+0400
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/07/260335262_777:373:3147:1706_1920x0_80_0_0_3e05f6278200f330fe3626de694e8a70.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი— Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ნატოს გადაწყვეტილება ნატოში რუსეთის წარმომადგენლობის თანამშრომლებისთვის აკრედიტაციის გაუქმების შესახებ მოსკოვისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, იუწყება РИА Новости.მან ანიშნა, რომ ნატოში რუსეთის წარმომადგენლობის შემადგენლობა უკვე არაერთხელ შემცირდა - 2015 და 2018 წლებში.ზახაროვამ განაცხადა, რომ ნატოს მიერ რუსეთის წარმომადგენლობის თანამშრომელთა გაძევების გადაწყვეტილებაზე მოსკოვი პასუხს გასცემს, საპასუხო ზომებზე მუშაობა მიმდინარეობს.„მსურს კიდევ ერთი მტკიცებულება მოვიყვანო იმისა, რომ ნატოს ქმედებები და განცხადებები არის უსაფუძვლო და თვალთმაქცური... ნატოს წარმომადგენლებმა არაერთხელ გვთხოვეს, დაგვენიშნა ბრიუსელში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, და არ შეგვეზღუდა კონტაქტები მხოლოდ მისი მოვალეობის შემსრულებლის დონეზე. და აი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ“, - აღნიშნა ზახაროვამ.ის, რომ ნატო არ არის მზად ურთიერთქმედებისთვის, საბოლოოდ გახდა ცხადი, აღნიშნა ზახაროვამ.„ჩვენ ამას გავითვალისწინებთ საპასუხო ზომების შემუშავებისას, და ეს ზომები აუცილებლად იქნება... ალიანსის ეს საქციელი აბსოლუტურად უაზროდ გამოიყურება მათ მიერ გაჟღერებული თეზისების ფონზე დიალოგის აუცილებლობაზე, რუსეთი-ნატოს საბჭოს სხდომების აღდგენაზე და სხვა ბევრი რამის შესახებ, რაც ბოლო დროს გამოქვეყნებულა“, - აღნიშნა ზახაროვამ.ნატომ მანამდე დაადასტურა, რომ ალიანსთან არსებული რუსეთის წარმომადგენლობის რვა თანამშრომლის აკრედიტაცია გაიწვია და რუსეთის ფედერაციისთვის აკრედიტაციების რაოდენობა ათამდე შეამცირა.რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ არავისზე თავდასხმას არ აპირებს, ხოლო განცხადებები „რუსეთის ფედერაციის აგრესიის“ შესახებ გამოიყენება იმ საბაბით, რომ რუსეთის საზღვრებთან რაც შეიძლება მეტი ნატოს სამხედრო ტექნიკა განთავსდეს. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ, და რომ რუსული საფრთხე — ეს მათი მოგონილია, „ვისაც რუსეთთან მებრძოლი მოწინავე რაზმის როლით რაღაც ბონუსებისა და პრეფერენციების მიღება სურთ“.
https://sputnik-georgia.com/20210625/lavrovis-gamosvla-usafrTxoebis-konferenciaze-252124506.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/07/260335262_725:342:2995:2045_1920x0_80_0_0_1a9d298f1b1bbf1cf163d66398540cb6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი
ზახაროვა: ნატოს გადაწყვეტილება რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ უცერემონიოა
რუსული მხარე საპასუხო ზომებს მიიღებს, ხაზგასმით აღნიშნა ზახაროვამ
თბილისი, 7 ოქტომბერი— Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ნატოს გადაწყვეტილება ნატოში რუსეთის წარმომადგენლობის თანამშრომლებისთვის აკრედიტაციის გაუქმების შესახებ მოსკოვისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, იუწყება
РИА Новости. მან ანიშნა, რომ ნატოში რუსეთის წარმომადგენლობის შემადგენლობა უკვე არაერთხელ შემცირდა - 2015 და 2018 წლებში.
„ოფიციალურად რუსეთის მხარეს ამის შესახებ 6 ოქტომბერს აცნობეს. ნატოს ამ ნაბიჯმა გაგვაკვირვა, მაგრამ მოულოდნელი არ ყოფილა. გაგვაკვირვა თავისი უცერემონიობით, რადგან მიზეზების რაიმე ოფიციალური განმარტება არ მოჰყოლია“, - განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვამ განაცხადა, რომ ნატოს მიერ რუსეთის წარმომადგენლობის თანამშრომელთა გაძევების გადაწყვეტილებაზე მოსკოვი პასუხს გასცემს, საპასუხო ზომებზე მუშაობა მიმდინარეობს.
„მსურს კიდევ ერთი მტკიცებულება მოვიყვანო იმისა, რომ ნატოს ქმედებები და განცხადებები არის უსაფუძვლო და თვალთმაქცური... ნატოს წარმომადგენლებმა არაერთხელ გვთხოვეს, დაგვენიშნა ბრიუსელში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, და არ შეგვეზღუდა კონტაქტები მხოლოდ მისი მოვალეობის შემსრულებლის დონეზე. და აი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ“, - აღნიშნა ზახაროვამ.
ის, რომ ნატო არ არის მზად ურთიერთქმედებისთვის, საბოლოოდ გახდა ცხადი, აღნიშნა ზახაროვამ.
„ჩვენ ამას გავითვალისწინებთ საპასუხო ზომების შემუშავებისას, და ეს ზომები აუცილებლად იქნება... ალიანსის ეს საქციელი აბსოლუტურად უაზროდ გამოიყურება მათ მიერ გაჟღერებული თეზისების ფონზე დიალოგის აუცილებლობაზე, რუსეთი-ნატოს საბჭოს სხდომების აღდგენაზე და სხვა ბევრი რამის შესახებ, რაც ბოლო დროს გამოქვეყნებულა“, - აღნიშნა ზახაროვამ.
ნატომ მანამდე დაადასტურა, რომ ალიანსთან არსებული რუსეთის წარმომადგენლობის რვა თანამშრომლის აკრედიტაცია გაიწვია და რუსეთის ფედერაციისთვის აკრედიტაციების რაოდენობა ათამდე შეამცირა.
რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ არავისზე თავდასხმას არ აპირებს, ხოლო განცხადებები „რუსეთის ფედერაციის აგრესიის“ შესახებ გამოიყენება იმ საბაბით, რომ რუსეთის საზღვრებთან რაც შეიძლება მეტი ნატოს სამხედრო ტექნიკა განთავსდეს. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ, და რომ რუსული საფრთხე — ეს მათი მოგონილია, „ვისაც რუსეთთან მებრძოლი მოწინავე რაზმის როლით რაღაც ბონუსებისა და პრეფერენციების მიღება სურთ“.