https://sputnik-georgia.com/20211007/xatuna-jordania-zura--xachidze-260305229.html
„როდესაც გაიგო, რომ კარგად ვარ, ვიჩხუბეთ. მითხრა აღარასდროს დავბრუნდებიო“– ხათუნა ჟორდანია
„როდესაც გაიგო, რომ კარგად ვარ, ვიჩხუბეთ. მითხრა აღარასდროს დავბრუნდებიო“– ხათუნა ჟორდანია
Sputnik საქართველო
ხათუნა ჟორდანიამ საზოგადოებას ის პრობლემები გაუმხილა, რაც წყვილის ურთიერთობას ახლავს ოჯახის შექმნის შემდეგ. 07.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-07T11:03+0400
2021-10-07T11:03+0400
2023-08-17T12:57+0400
ქართველი ცნობადი სახეები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24028/91/240289172_0:0:1728:972_1920x0_80_0_0_3e727c054329296b33baa1fd6b68cd14.jpg
ხათუნა ჟორდანიამ და ზურა ხაჩიძემ „პოსტ-ალიონის” ეთერში პირად ურთიერთობაზე გულწრფელად ისაუბრეს. როგორც მათ აღნიშნეს, თანაცხოვრების დროს ბევრი სირთულე გამოიარეს, თუმცა კომპრომისების წყალობით მათ ოჯახის შენარჩუნება მოახერხეს.ცნობილი წყვილი უკვე 22 წელია დაოჯახებულია. ხათუნა იხსენებს, რომ როგორც კი გაიგო, ავად აღარ იყო, ზურასთან იჩხუბა და მისი მეუღლე ბორჯომში წავიდა, თუმცა ერთ კვირაში გადაუარა სიბრაზემ და შერიგდნენ.მისი თქმით, არ არის ადვილი ცოლქმრობა, რადგან როდესაც შეყვარებულობის პერიოდი იყო, სულ სხვანაირი ურთიერთობა ჰქონდათ, ხოლო ერთად ცხოვრების შემდეგ ბევრი კარგიც იყო და ცუდიც.თავის მხრივ, ზურა ხაჩიძემ აღნიშნა, რომ როდესაც წყვილი ურთიერთობას ვერ ალაგებს, დაშორება გამოსავალი არ არის, რადგან როდესაც ადამიანი გიყვარს, კომპრომისზე მიდიხარ.რამდენიმე თვეა, რაც მომღერალმა ნინი ქარსელაძემ საზოგადოებას სასიხარულო ინფორმაცია ამცნო. საქმე ისაა, რომ ნინის დედამ ხათუნა ჟორდანიამ სიმსივნე დაამარცხა. აღნიშნულის შესახებ ვრცლად ისაუბრა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვისას თავად ხათუნა ჟორდანიამ და საკუთარ გულშემატკივრებსა და ადამიანებს, რომლებიც ახლა ამ დაავადებას ებრძვიან, რჩევით მიმართა.
https://sputnik-georgia.com/20210714/zura-xachidze-xatuna-jordania-252313518.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24028/91/240289172_0:0:1536:1152_1920x0_80_0_0_ac89bb731e65760a4afc63df508efc74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ზურა ხაჩიძე ხათუნა ჟორდანია
ზურა ხაჩიძე ხათუნა ჟორდანია
„როდესაც გაიგო, რომ კარგად ვარ, ვიჩხუბეთ. მითხრა აღარასდროს დავბრუნდებიო“– ხათუნა ჟორდანია
11:03 07.10.2021 (განახლებულია: 12:57 17.08.2023) ხათუნა ჟორდანიამ საზოგადოებას ის პრობლემები გაუმხილა, რაც წყვილის ურთიერთობას ახლავს ოჯახის შექმნის შემდეგ.
ხათუნა ჟორდანიამ და ზურა ხაჩიძემ „პოსტ-ალიონის” ეთერში პირად ურთიერთობაზე გულწრფელად ისაუბრეს. როგორც მათ აღნიშნეს, თანაცხოვრების დროს ბევრი სირთულე გამოიარეს, თუმცა კომპრომისების წყალობით მათ ოჯახის შენარჩუნება მოახერხეს.
ცნობილი წყვილი უკვე 22 წელია დაოჯახებულია. ხათუნა იხსენებს, რომ როგორც კი გაიგო, ავად აღარ იყო, ზურასთან იჩხუბა და მისი მეუღლე ბორჯომში წავიდა, თუმცა ერთ კვირაში გადაუარა სიბრაზემ და შერიგდნენ.
„იმ დღესვე, როგორც კი გაიგო, რომ კარგად ვარ, რაღაცაზე ვიჩხუბეთ. გავარდა ბორჯომში და იქიდან მომწერა, დავამთავრე მე შენთან ურთიერთობა, აღარასოდეს აღარ მოვბრუნდები უკანო. ერთ კვირაში გადაუარა. ვხუმრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ რთულია ძალიან, ბევრი ქარტეხილით სავსე იყო ჩვენი ცხოვრება, იმიტომ რომ ბევრი მძიმე პერიოდი გამოვიარეთ ერთად“, – ამბობს ხათუნა.
მისი თქმით, არ არის ადვილი ცოლქმრობა, რადგან როდესაც შეყვარებულობის პერიოდი იყო, სულ სხვანაირი ურთიერთობა ჰქონდათ, ხოლო ერთად ცხოვრების შემდეგ ბევრი კარგიც იყო და ცუდიც.
„არ იფიქროს ვინმემ, რომ ასე მხიარულად მოვდივართ, არა, ბევრი დათმობა იყო ჩემი მხრიდან, ბევრი დათმობა იყო ზურას მხრიდანაც და, ასე თუ ისე, რაღაცნაირად შევინარჩუნეთ ოჯახი“, – აღნიშნა ქალმა.
თავის მხრივ, ზურა ხაჩიძემ აღნიშნა, რომ როდესაც წყვილი ურთიერთობას ვერ ალაგებს, დაშორება გამოსავალი არ არის, რადგან როდესაც ადამიანი გიყვარს, კომპრომისზე მიდიხარ.
„ხათუნამაც ზუსტად ის თქვა, რომ კომპრომისებზე წასვლა არის სიყვარულისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ურთიერთობის გადარჩენისთვის. დარწმუნებული ვარ, ყველას ურთიერთობაში, ვინც შეყვარებულია, ვისაც ურთიერთობაში ბევრი წელი აქვს გავლილი, იქ ყოველთვის მნიშვნელოვანი გადამრჩენი ფაზა არის კომპრომისი“, – აღნიშნა ზურა ხაჩიძემ.
რამდენიმე თვეა, რაც მომღერალმა ნინი ქარსელაძემ საზოგადოებას სასიხარულო ინფორმაცია ამცნო. საქმე ისაა, რომ ნინის დედამ ხათუნა ჟორდანიამ სიმსივნე დაამარცხა. აღნიშნულის შესახებ ვრცლად ისაუბრა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვისას თავად ხათუნა ჟორდანიამ და საკუთარ გულშემატკივრებსა და ადამიანებს, რომლებიც ახლა ამ დაავადებას ებრძვიან, რჩევით მიმართა.