Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისის შემდეგ იმერეთი: კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Stringerეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.228-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 626.058-ს მიაღწია.
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.228 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 638 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 469, კახეთი – 324, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 241, აჭარა – 128, ქვემო ქართლი – 125, შიდა ქართლი – 100, გურია – 82, სამცხე-ჯავახეთი – 52, მცხეთა-მთიანეთი – 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 29.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
28 გარდაცვლილი: COVID-19 საქართველოში
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.711 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 596.380-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 28 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 9.162-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 20.490 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.150 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.435, იმერეთში – 942 , აჭარაში – 355 .
959 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 256 პირი, მათგან თბილისში – 137, იმერეთში – 29, აჭარაში – 26. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 633 ადამიანი, მათ შორის 306 – თბილისში, 185 – აჭარაში. 15.707 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 65 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 59, ხოლო აჭარაში – ექვსი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16.085 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.228-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 626.058-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0