https://sputnik-georgia.com/20211007/saeklesio-kalendari-7-oqtomberi-260295599.html
საეკლესიო კალენდარი: 7 ოქტომბერი
საეკლესიო კალენდარი: 7 ოქტომბერი
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 ოქტომბერს პირველმოწამე თეკლას, მოციქულთა სწორის, ღირსი კოპრეს და წმიდისა ვლადისლავ სერბის ხსენების დღეს აღნიშნავს. 07.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-07T09:00+0400
2021-10-07T09:00+0400
2021-10-07T09:00+0400
რელიგია
საეკლესიო კალენდარი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24576/17/245761715_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_88a80cc8aa9f15612d1111d51b2339f0.jpg
Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.წმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლაწმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა ქალაქ იკონიაში დაიბადა. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი ოჯახის შვილი იყო და გასაოცარი მშვენიერებით გამოირჩეოდა. თვრამეტი წლის თეკლა დიდებულ ჭაბუკზე დანიშნეს, მაგრამ ნეტარმა იმ ხანებში ქალაქში ჩასული პავლე მოციქულის ქადაგება მოისმინა, მთელი გულით შეიყვარა მაცხოვარი და მტკიცედ გადაწყვიტა, ქალწულება დაემარხა ქრისტესთვის. თეკლას დიდხანს შეაგონებდნენ, დათანხმებულიყო ქორწინებაზე, მაგრამ ვერც დედის ცრემლებმა და რისხვამ, ვერც მთავრის მუქარამ ვერ შეძლო ზეციური სიძის - უფალ იესო ქრისტეს სიყვარული მიენავლებინა მასში. მაშინ დედამ დაივიწყა ყველაფერი და გააფთრებულმა, თავად მოსთხოვა მსაჯულს, სიკვდილით დაესაჯა მისი ასული. თეკლას ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. მარტვილი პირჯვრის გადასახვით უშიშრად ავიდა კოცონზე. ამ დროს მას თავად მაცხოვარი გამოეცხადა, რომელმაც აკურთხა წმიდანის მომავალი ღვაწლი და მისი სული გამოუთქმელი სიხარულით აღივსო. ცეცხლის ალი მაღლა ავარდა, მაგრამ თეკლას არ შეხებია - რკალად შემოერტყა გარს. უეცრად ცამ იჭექა, სეტყვანარევმა კოკისპირულმა წვიმამ დაუშვა და ცეცხლი ჩააქრო. მმართველიც მიხვდა, რომ მარტვილს ყოვლადძლიერი ღმერთი მფარველობდა და ბრძანა, ქრისტეს მხევალი გაეთავისუფლებინათ. პავლე მოციქულის კურთხევით, წმიდანი ისავრიის სელევკიასთან, კალამონის უდაბური მთის გამოქვაბულში დამკვიდრდა და მრავალი წელი დაჰყო აქ ღვთის სიტყვის ქადაგებით. თეკლამ ურიცხვი კერპთმსახური მოაქცია ქრისტეს სჯულზე - ეკლესია ღირსად უწოდებს მას მოციქულთასწორს. ღირსი კოპრეღირსი კოპრე თეოდოსი დიდის სავანის ბერებმა ნეშომპალის (ბერძნულად - „კოპრია“) გროვაზე იპოვეს პალესტინაში. აქ იგი ახალშობილი დატოვა დედამ, რომელიც მომხდურ სპარსელებს გაურბოდა. მამებმა მონასტერში მიიყვანეს ჩვილი, კოპრე დაარქვეს და ღვთისმოშიშებით აღზარდეს. შემდგომ ნეტარი მონაზვნად აღიკვეცა და მთელი ცხოვრება მშობლიურ სავანეში გაატარა. უფლის რჩეულმა სათნოებათა მწვერვალს მიაღწია და სასწაულთქმედების ნიჭი მოიგო, მიიცვალა ოთხმოცდაათი წლის ასაკში (+დაახლ. 530).წმიდა მეფე ვლადისლავ სერბიწმიდა მეფე ვლადისლავ სერბი, წმიდა სტეფანე სერბის ძე, შვიდი წელი განაგებდა ქვეყანას. იგი გულმოწყალებით გამოირჩეოდა, ზრუნავდა სნეულებზე, მწირებსა და გლახაკებზე. ნეტარმა მილეშოვოში ააგო მონასტერი, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1239 წელს. დაკრძალულია იქვე.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
https://sputnik-georgia.com/20211006/saeklesio-kalendari-6-oqtomberi-260258778.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24576/17/245761715_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_974cc623b388667bb95a205d375a0e60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რელიგია, საეკლესიო კალენდარი
რელიგია, საეკლესიო კალენდარი
საეკლესიო კალენდარი: 7 ოქტომბერი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 ოქტომბერს პირველმოწამე თეკლას, მოციქულთა სწორის, ღირსი კოპრეს და წმიდისა ვლადისლავ სერბის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
წმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა
წმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა ქალაქ იკონიაში დაიბადა. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი ოჯახის შვილი იყო და გასაოცარი მშვენიერებით გამოირჩეოდა. თვრამეტი წლის თეკლა დიდებულ ჭაბუკზე დანიშნეს, მაგრამ ნეტარმა იმ ხანებში ქალაქში ჩასული პავლე მოციქულის ქადაგება მოისმინა, მთელი გულით შეიყვარა მაცხოვარი და მტკიცედ გადაწყვიტა, ქალწულება დაემარხა ქრისტესთვის. თეკლას დიდხანს შეაგონებდნენ, დათანხმებულიყო ქორწინებაზე, მაგრამ ვერც დედის ცრემლებმა და რისხვამ, ვერც მთავრის მუქარამ ვერ შეძლო ზეციური სიძის - უფალ იესო ქრისტეს სიყვარული მიენავლებინა მასში. მაშინ დედამ დაივიწყა ყველაფერი და გააფთრებულმა, თავად მოსთხოვა მსაჯულს, სიკვდილით დაესაჯა მისი ასული. თეკლას ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. მარტვილი პირჯვრის გადასახვით უშიშრად ავიდა კოცონზე. ამ დროს მას თავად მაცხოვარი გამოეცხადა, რომელმაც აკურთხა წმიდანის მომავალი ღვაწლი და მისი სული გამოუთქმელი სიხარულით აღივსო. ცეცხლის ალი მაღლა ავარდა, მაგრამ თეკლას არ შეხებია - რკალად შემოერტყა გარს. უეცრად ცამ იჭექა, სეტყვანარევმა კოკისპირულმა წვიმამ დაუშვა და ცეცხლი ჩააქრო. მმართველიც მიხვდა, რომ მარტვილს ყოვლადძლიერი ღმერთი მფარველობდა და ბრძანა, ქრისტეს მხევალი გაეთავისუფლებინათ. პავლე მოციქულის კურთხევით, წმიდანი ისავრიის სელევკიასთან, კალამონის უდაბური მთის გამოქვაბულში დამკვიდრდა და მრავალი წელი დაჰყო აქ ღვთის სიტყვის ქადაგებით. თეკლამ ურიცხვი კერპთმსახური მოაქცია ქრისტეს სჯულზე - ეკლესია ღირსად უწოდებს მას მოციქულთასწორს.
ღირსი კოპრე თეოდოსი დიდის სავანის ბერებმა ნეშომპალის (ბერძნულად - „კოპრია“) გროვაზე იპოვეს პალესტინაში. აქ იგი ახალშობილი დატოვა დედამ, რომელიც მომხდურ სპარსელებს გაურბოდა. მამებმა მონასტერში მიიყვანეს ჩვილი, კოპრე დაარქვეს და ღვთისმოშიშებით აღზარდეს. შემდგომ ნეტარი მონაზვნად აღიკვეცა და მთელი ცხოვრება მშობლიურ სავანეში გაატარა. უფლის რჩეულმა სათნოებათა მწვერვალს მიაღწია და სასწაულთქმედების ნიჭი მოიგო, მიიცვალა ოთხმოცდაათი წლის ასაკში (+დაახლ. 530).
წმიდა მეფე ვლადისლავ სერბი
წმიდა მეფე ვლადისლავ სერბი, წმიდა სტეფანე სერბის ძე, შვიდი წელი განაგებდა ქვეყანას. იგი გულმოწყალებით გამოირჩეოდა, ზრუნავდა სნეულებზე, მწირებსა და გლახაკებზე. ნეტარმა მილეშოვოში ააგო მონასტერი, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1239 წელს. დაკრძალულია იქვე.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით