რთულად დასაჯერებელი 17 მეცნიერული ფაქტი – ეს მართლაც საინტერესოა

© Pixabay / geraltმეცნიერული ფორმულები დაფაზე
მეცნიერული ფორმულები დაფაზე - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
გამოწერა
თანამედროვე მეცნიერება და ტექნიკა სულ უფრო ხშირად გვაოცებს სიახლეებით. ახლა უკვე აღარავის უკვირს მძღოლის გარეშე მოძრავი ავტომობილი, ურთულესი მიკროქირურგიული ოპერაციები თუ ადამიანის ზედმიწევნით მსგავსი რობოტები, რომლებიც ლამის ჰომო საპიენსებივით „აზროვნებენ“ და მეტყველებენ.
მაგრამ, მიუხედავად მეცნიერებაში უზარმაზარი გარღვევისა, ჩვენ გარშემო მაინც არსებობს ისეთი გასაოცარი და აუხსნელი სამეცნიერო ფაქტები, ბუნების უნიკალური და განუმეორებელი მექანიზმები, რომელთა გარკვევაზეც სწავლულები დიდი ხნის განმავლობაში (თანაც ხშირად ამაოდ) იტეხდნენ თავებს.
ადამიანი და მისი სახე - Sputnik საქართველო, 1920, 02.01.2021
ეს უცნაური ადამიანი: ფაქტები, რომლებიც, შესაძლოა, არც იცით საკუთარ თავზე
ქვემოთ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ:
ადამიანის ნერწყვი შეიცავს გამაუტკივარებელ ნივთიერებას, რომელიც მორფინზე ექვსჯერ ძლიერია;
ყველაზე ძლიერი ორგანიზმები − ეს გონორეის ბაქტერიებია. მათ საკუთარ თავზე 100 ათასჯერ მძიმე წონის გაქაჩვა შეუძლიათ;
გორილასა და კარტოფილს ადამიანზე ორჯერ მეტი ქრომოსომა აქვთ;
ადამიანის სისხლძარღვების სიგრძე დაახლოებით 100 000 კილომეტრია, ანუ ისინი 2,5-ჯერ შეიძლება შემოერტყას დედამიწას;
ერთი ელვა იმდენ ენერგიას შეიცავს, რამდენიც 100 ათასი ტოსტის მომზადებას ეყოფა;
თეთრი დათვების აღმოჩენა ინფრაწითელი კამერებით შეუძლებელია, ვინაიდან მათი „ქურქი“ სითბოს გარეთ არ ატარებს;
საშუალო ზომის მკვრივი ღრუბელი დაახლოებით იმდენივეს იწონის, რამდენსაც 80 სპილო;
ოკეანეები იმდენ მარილს შეიცავს, რამდენიც ყველა კონტინენტს დაფარავდა 152 მეტრი სიმაღლის მარილის ფენით;
ფინური ფიჭვის ფესვების საერთო სიგრძე 48 კილომეტრზე მეტია;
ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში მისი კანი 900-ჯერ ახლდება;
საშუალო ფართობის ოთახში არსებული ჰაერი დაახლოებით 45 კგ-ს იწონის;
ვარსკვლავთშორისი გაზის ღრუბელი Sagittarius B2 („მშვილდოსანი“) მილიარდჯერ მილიარდ ლიტრ სპირტს (С2Н5ОН) შეიცავს;
ერითროციტს ადამიანის სხეულში წრის დარტყმა 20 წამში შეუძლია;
დიდი ბარიერული რიფი − მარჯნის რიფების ჯაჭვი, რომელიც 2000 კმ-ზეა გადაჭიმული წყნარ ოკეანეში, ყველაზე დიდი ცოცხალი სტრუქტურაა დედამიწაზე;
ერთი სათითის ოდენობის ნეიტრონული ვარსკვლავის ნივთიერება 100 მლნ ტონაზე მეტს იწონის;
60-65 მილიონი წლის წინ ადამიანებსა და დელფინებს ერთი წინაპარი ჰყავდათ;
მუხის ან წიფლის ხიდან დღე-ღამეში 10-დან 20 ლიტრამდე ტენი ორთქლდება...
ქალი VS მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2017
ქალები VS მამაკაცები: 30:0 ქალების სასარგებლოდ
ყველა ახალი ამბავი
0