„თუ ფიქრობთ, რომ მიშა ციხეში არ უნდა იჯდეს, გამოფინეთ თეთრი ნაჭერი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

© Facebook / Nanuka Zhorzholiani's Showნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
გამოწერა
ცნობილი ტელეწამყვანი საზოგადოებას ახალ ინიციატივას აცნობს.
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ინიციატივით გამოდის და საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას სთხოვს.
ჟორჟოლიანის თქმით, მათ, ვინც ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს, გადმოფინონ თეთრი ფერის ნაჭერი აივანზე, ფანჯარასა თუ ეზოში, გადაუღონ ფოტო და ატვირთონ „ფეისბუქზე“ ჰეშტეგით #თავისუფლებამიშას.

„ასევე ფოტოები ჩაყარეთ აქ, კომენტარებში. გადმოფინეთ თავისუფლება, ნახონ, რომ ბევრნი ვართ”, – წერს ნანუკა სოციალურ ქსელში.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო ქვეყანაში დაბრუნების პირობა. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს. მას მალე კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.
ყველა ახალი ამბავი
0