ექვსი წლის შემდეგ: ადელი ახალ სინგლს უშვებს – ვიდეო

© Instagram / Adeleმომღერალი ადელი
მომღერალი ადელი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
გამოწერა
სოციალური ქსელების მომხმარებლები ვერ მალავენ აღფრთოვანებას: თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელიან მომღერლის ახალი ალბომის გამოშვებას ექვსწლიანი პაუზის შემდეგ.
ექვსწლიანი სიმშვიდის შემდეგ ბრიტანელი მომღერალი ადელი სცენაზე ბრუნდება: ვარსკვლავმა გამოაცხადა ახალი, დიდი ხნის ნანატრი სინგლის გამოშვება. 33 წლის ვარსკვლავმა თავის Twitter-ზე გაავრცელა სიმღერის ფრაგმენტი Easy On Me და აჟიოტაჟი გამოიწვია ინტერნეტში. სიმღერა 15 ოქტომბერს გამოვა.
სხვათა შორის, პოპვარსკვლავის ვოკალი შავ-თეთრ ვიდეოში არასოდეს გაჟღერებულა, რამაც კიდევ უფრო გააღვივა მაყურებლის ცნობისმოყვარეობა.

„ღმერთო, ის ბრუნდება“, „ახლა ვხვდები, რატომ დასჭირდა მის დაბრუნებას ამდენი ხანი“, „ნამდვილად ღირდა ცდად", – წერენ სოციალურ ქსელებში.

სავარადუდოდ, მომღერალი ალბომის გამოშვებასაც გეგმავს, რადგან თაყვანისცმემლებმა შენიშნეს, რომ მის სოციალურ ქსელებში ყველა მთავარი ფოტო შეიცვალა სურათით, რომელსაც წარწერა „30“ ახლავს. თაყვანისმცემლები დარწმუნებული არიან, რომ ეს იქნება ახალი დისკის სახელი, რადგან ადელს უყვარს თავისი დისკების დასახელება იმ ასაკის პატივსაცემად, როდესაც მან განიცადა მისი ცხოვრების გარდამტეხი მომენტები.
ყველა ახალი ამბავი
0