„ჯერ ერთი შვილი მყავს... მერე რამდენიც მეყოლება, იმდენი მინდა“ – ლიზა ყენია

© courtesy of Liza Keniaლიზა ყენია
ლიზა ყენია - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
გამოწერა
ლიზა ყენიას პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, თუმცა სოციალურ ქსელში დასმულ კითხვებს ყოველთვის გულწრფელად პასუხობს.
ცნობილ მომღერალს ლიზა ყენიას „ინსტაგრამის“ ხელმომწერებმა ჰკითხეს, რამდენი შვილი უნდა რომ ჰყავდეს, რის საპასუხოდაც ლიზა ყენიამ ძაღლთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ჯერ ერთი შვილი ჰყავს და მერე რამდენიც ეყოლება, იმდენი უნდა რომ ჰყავდეს. შვილში ლიზა ძაღლს გულისხმობს, მომღერალს საკუთარი შვილი ჯერჯერობით არ ჰყავს.
პოპულარული მომღერლის მაია ჯაბუას ქალიშვილი ჯერ 23 წლის არის და, როგორც ჩანს, დაოჯახებას არ ჩქარობს. ლიზას ცხოვრებაში ყოფილა ხმაურიანი რომანები, თუმცა გოგონა ამ ეტაპზე მარტოა.
მისი ბოლო რომანი გიგი ბააზოვს უკავშირდებოდა, რომელიც ცნობილი ბიუთივლოგერის სალი ბააზოვის ყოფილი ქმარია. ლიზას და გიგის რომანი, როგორც ჩანს, თვეების წინ დასრულდა, რადგან ლიზა მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებსა თუ ვიდეოებს სოციალურ ქსელში აღარ აქვეყნებს.
ყველა ახალი ამბავი
0