„ღმერთმა გაგაძლიეროთ...“ – ლევ დენგოვი ვლადიმირ პუტინს დაბადების დღეს ულოცავს

© courtesy of Keti Topuriaქეთა თოფურია მეუღლესთან ერთად
ქეთა თოფურია მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
გამოწერა
ცნობილი ბელორუსი ბიზნესმენი ლევ დენგოვი, რომლითაც საზოგადოება განსაკუთრებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მან რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია შეირთო ცოლად, „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს დაბადების დღეს ულოცავს.
„გილოცავთ დაბადების დღეს. ღმერთმა გაგაძლიეროთ“ – ამ წარწერით აქვეყნებს ლევ დენგოვი სოციალურ ქსელში პუტინის პორტრეტს, სადაც რუსეთის პრეზიდენტი მატარებლით მგზავრობისას ჩაის მიირთმევს. რუსეთის პრეზიდენტი დღეს 69 წლის გახდა.
A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა ქეთა თოფურიამ და ლევ დენგოვმა გასული წლის ნოემბერში იქორწინეს. მათ საერთო შვილი იანვარში შეეძინათ და მას ადამი დაარქვეს. ოჯახი რუსეთის მდიდრულ გარეუბანში ცხოვრობს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ლევ დენგოვი ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვიდანაა და მისი მრჩეველიცაა. თავად ლევი ეროვნებით ჩეჩენი არ არის. მისი ნამდვილი სახელი პაველ გუსბანდია. დაიბადა და გაიზარდა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, რაღაც პერიოდი ცხოვრობდა გერმანიაში. ასევე რუსული მუსიკალური ჯგუფის „არბატის“ წევრიც იყო.
როგორც ჩეჩნეთის პრეზიდენტის თანაშემწე, სხვა საკითხებთან ერთად, ლევ დენგოვი პასუხისმგებელია რუსეთისა და, კერძოდ, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის კონტაქტებზე ლიბიასთან და ამ მიმართულებით მან 2015-2017 წლებში ტრიპოლიში დაკავებული რუსი და ბელარუსი მეზღვაურების გათავისუფლების რთულ პროცესსაც შეუწყო ხელი. სწორედ მაშინ მიიღო ლევ დენგოვმა ეს სახელი და გვარი, რითიც სურდა დაეცვა თავისი ოჯახი და ნათესავები.
ყველა ახალი ამბავი
0