ახალი ამპლუა: გახარია „ქართულ ოცნებასა" და „ნაცმოძრაობას" შორის შუამავლის როლში გამოდის?!

© Sputnik / STRINGERგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოსა“ და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოში მომავალი თანამშრომლობისთვის სამმხრივ დიალოგს სთავაზობს.
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების თანახმად, გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ მესამე ადგილი დაიკავა და ქვეყნის რიგ დიდ ქალაქებში მისი ხმები საკრებულოებში უმრავლესობის ფორმირებისთვის გადამწყვეტი იქნება.

„ჩვენ ვთავაზობთ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ღია ფორმატში დიალოგს, ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანიც იქნება დაბალანსებული საკრებულოების საკადრო შემადგენლობების მიღება. ჩვენ მზად ვართ უპირობოდ დავეთანხმოთ ნებისმიერ მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატს (საკრებულოს თანამდებობებზე) და მხარი დავუჭიროთ ასეთ კანდიდატებს ნებისმიერ საკრებულოში“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პარტია „საქართველოსთვის“ შეასრულებს საზოგადოების დავალებას ქვეყნის ორ მთავარ პოლიტიკურ ძალას შორის დიალოგის დაწყების თაობაზე.
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
არჩევნები 2021
„ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას" გახარიას ელექტორატის იმედი არ უნდა ჰქონდეთ – ექსპერტები
გახარიას განმარტებით, რომელიმე პარტია რომც არ დაეთანხმოს შეთავაზებული დიალოგის ფორმატს, პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატები იმ ძალას დაუჭერენ მხარს, რომელიც ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგია.
გახარიას განცხადებით, მისი პარტია არ გეგმავს კოალიციაში შესვლას.

„არც ერთი მუნიციპალიტეტის დონეზე არ ვაპირებთ კოალიციის შექმნას არც „ოცნებასთან“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება, რომლისთვისაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი კონკურენტი, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებიან. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, თბილისში გაიმართება, სადაც ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი ხმის მოპოვება ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური