მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

2021 წლის ნობელის პრემია ქიმიაში ორ მეცნიერს გადაეცა

© AFP 2024 / JONATHAN NACKSTRANDნობელის პრემია ქიმიაში ორ მეცნიერს გადაეცა
ნობელის პრემია ქიმიაში ორ მეცნიერს გადაეცა - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
გამოწერა
ლისტმა და მაკმილანმა შეიმუშავეს მოლეკულების განლაგების ახალი მეთოდი – მცირე ორგანულ მოლეკულებზე დაფუძნებული ასიმეტრიული ორგანოკატალიზი.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ქიმიაში 2021 წლის ნობელის პრემია ორ მეცნიერს ბენჯამინ ლისტსა (Benjamin List) და დევიდ მაკმილანს (David MacMillan) გადაეცა.
პრემია მათ ასიმეტრიული ორგანოკატალიზის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ.
ნობელის კვირეულმა სტარტი ორშაბათს, 4 ოქტომბერს აიღო. ტრადიციულად, პირველად დასახელდა ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ლაურეატები – ამერიკელი დევიდ ჯულიუსი და არდემ პატაპუტიანი. პრემია მათ მიენიჭათ „სითბური და შეხების რეცეპტორების აღმოჩენისთვის“. სამშაბათს ცნობილი გახდა ფიზიკის დარგში ლაურეატები – სიუკურო მანაბე, კლაუს ჰასელმანი და ჯორჯო პარიზი, რომელთაც პრემია „რთული ფიზიკური სისტემების გაგებაში შეტანილი ნოვატორული წვლილისთვის“ გადაეცათ.
2020 წლის ნობელის პრემია ქიმიის დარგში ემანუელ შარპენტიემ (Emmanuelle Charpentier) და ჯენიფერ დუდნამ (Jennifer Doudna) მიიღეს გენომის რედაქტირების რევოლუციური მეთოდის – CRISPR-ის განვითარებისთვის.
ნობელის პრესტიჟული პრემია გაიცემა მიღწევებისთვის მეცნიერებაში, ლიტერატურასა და მშვიდობის განმტკიცებაში.
მედიცინის, ფიზიკისა და ქიმიის გარდა, ნობელის პრემიის ლაურეატები დასახელდებიან ლიტერატურაში (7 ოქტომბერს), ეკონომიკაში (11 ოქტომბერს) და მშვიდობის დარგში (8 ოქტომბერს). პრემია მისი დამფუძნებლის ალფრედ ნობელის სახელს ატარებს.
მოსალოდნელია, რომ ლაურეატების დაჯილდოება 10 დეკემბერს გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია ონლაინ–რეჟიმში ჩატარდება. ნობელის მედლების გარდა, პრემიის ლაურეატები ერთობლივად 10 მილიონ შვედურ კრონს (დაახლოებით 1,2 მილიონი აშშ დოლარი) მიიღებენ.
ყველა ახალი ამბავი
0