თბილისში სამსართულიანი შენობის კედელი ჩამოიშალა

© Sputnik / Alex Shlamovპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, შენობის იმ მხარეში, რომელიც დღეს ჩამოიშალა, არავინ არ ცხოვრობდა.
თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ტოლსტოის N4-ში სამსართულიანი შენობის ერთი მხარე ჩამოიშალა, იუწყება „პირველი არხი“.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ის ოჯახები, რომელთა ბინებიც ჩამონგრეულ ნაწილში იყო განთავსებული, ადგილიდან გადასულები არიან ან მერიის მიერ არიან ქირით გაყვანილი.
ავარიულ მდგომარეობაში მყოფ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სახლი მე-19 საუკუნეშია აშენებული.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურისა და გამგეობის წარმომადგენლები.
ყველა ახალი ამბავი
0