„თბილისობა 2021“ 24 ოქტომბერს მაინც გაიმართება

© Sputnik / Vladimir Umikashviliთბილისობა
თბილისობა - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
გამოწერა
ქალაქის დღეს თბილისში 1979 წლიდან ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირას აღნიშნავდნენ, თუმცა 2018 წელს თბილისის მერმა კახა კალაძემ ეს ტრადიცია შეცვალა და დღესასწაული ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას გადაიტანა.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. თბილისობა წელს 24 ოქტომბერს მოკრძალებულად გაიმართება. ამისთვის დედაქალაქის მერიამ 498,5 ათასი ლარი გამოყო.
როგორც „Sputnik–საქართველოს“ თბილისის მერიის პრეს-სამსახურში აცნობეს, წელს, ისევე, როგორც შარშან, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და შესაბამისი რეგულაციების მოქმედების გამო ღონისძიება მხოლოდ საზეიმო კონცერტით და საპატიო თბილისელების დაჯილდოებით შემოიფარგლება და დამსწრე საზოგადოების გარეშე ჩატარდება, კონცერტს მაყურებელი პირდაპირი ეთერის საშუალებით მოუსმენს.
„თბილისობა 2019 წელს - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
„თბილისობას“ დედაქალაქი მასშტაბურად წელსაც არ იზეიმებს
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
2018 წლიდან „თბილისობა" ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.
შარშან „თბილისობის" დღესასწაული, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ონლაინ–რეჟიმში კონცერტითა და საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიით შემოიფარგლა.
ყველა ახალი ამბავი
0