Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისის შემდეგ იმერეთი: კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Stringerეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.410-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 623.830-ს მიაღწია.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 700 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 479, კახეთი – 374, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 270, ქვემო ქართლი – 151, შიდა ქართლი – 125, აჭარა – 113, გურია – 74, მცხეთა-მთიანეთი – 49, სამცხე-ჯავახეთი – 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.516 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 594.669-მდე გაიზარდა.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ლეტალობის შემთხვევები შემცირდა: COVID-19 საქართველოში
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 24 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 9.134-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 20.001 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.077 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.429, იმერეთში – 902 , აჭარაში – 348 .
965 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 255 პირი, მათგან თბილისში – 138, იმერეთში – 28, აჭარაში – 26. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 623 ადამიანი, მათ შორის 307 – თბილისში, 18 – აჭარაში. 15.301 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 52 ადამიანი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15.613 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.410-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 623.830-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0