https://sputnik-georgia.com/20211006/tbilisis-samedicino-universiteti-tavs-icavs-koronavirusisgan-260292104.html
როგორ იცავს თავს კორონავირუსისგან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი
როგორ იცავს თავს კორონავირუსისგან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი
Sputnik საქართველო
სტუდენტები და მასწავლებლები დადგენილ წესებს მისდევენ – სამედიცინო უნივერსიტეტში COVID-19-ის გავრცელების მინიმალური რისკია. 06.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-06T19:09+0400
2021-10-06T19:09+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
განათლება საქართველოში
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24776/05/247760575_0:879:1794:1888_1920x0_80_0_0_4c6f3ccd3144aeaf99f5154a0424f9f9.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის უსაფრთხო გარემოა შექმნილი – სტუდენტებს შეუძლიათ პრაქტიკულ, ლაბორატორიულ და კლინიკურ მეცადინეობებზე დასწრება.როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აცხადებს, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მთელი შემადგენლობა, ასევე თანაშემწეები და მოწვეული ლექტორები სამი სავალდებულო წესიდან ერთს ასრულებენ – არიან ან სრულად ვაქცინირებული, ან კორონავირუსის დადასტურებიდან არ გასულა ექვსი თვე, ან კვირაში ერთხელ წარადგენენ PCR–ტესტის უარყოფით პასუხს.სექტემბერში საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ სამედიცინო სასწავლებლებში სტუდენტებმა, რომლებიც პრაქტიკას გადიან არადისტანციურად, უნდა წარადგინონ ან ცნობა ვაქცინაციის შესახებ, ან უარყოფითი PCR–ტესტი კვირაში ერთხელ. ასევე შეძლებენ ისინი პრაქტიკულ მეცადინეობებზე დასწრებას, თუ წარადგენენ ცნობას, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადაიტანეს კორონავირუსი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24776/05/247760575_100:969:1534:2045_1920x0_80_0_0_1172d5059875a00b98c5a0f81de1208d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , covid-19
როგორ იცავს თავს კორონავირუსისგან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი
19:09 06.10.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) სტუდენტები და მასწავლებლები დადგენილ წესებს მისდევენ – სამედიცინო უნივერსიტეტში COVID-19-ის გავრცელების მინიმალური რისკია.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის უსაფრთხო გარემოა შექმნილი – სტუდენტებს შეუძლიათ პრაქტიკულ, ლაბორატორიულ და კლინიკურ მეცადინეობებზე დასწრება.
როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აცხადებს, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მთელი შემადგენლობა, ასევე თანაშემწეები და მოწვეული ლექტორები სამი სავალდებულო წესიდან ერთს ასრულებენ – არიან ან სრულად ვაქცინირებული, ან კორონავირუსის დადასტურებიდან არ გასულა ექვსი თვე, ან კვირაში ერთხელ წარადგენენ PCR–ტესტის უარყოფით პასუხს.
„COVID-19-თან ბრძოლის ამ ურთულეს პერიოდში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) სოციალური პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია. თსსუ – უმაღლესი სამედიცინო განათლების ძირითადი კერაა საქართველოში და მისი თანამშრომლები, სტუდენტები პანდემიის დაწყების დღიდან აქტიურად არიან ჩართული უხილავ მტერთან ბრძოლაში. დღეს, როცა პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მისი უპირველესი მოვალეობა – შეექმნა უსაფრთხო ეპიდემიოლოგიური გარემო 8.000-მდე სტუდენტისთვის – დიდი წარმატებით შეასრულა“, – ნათქვამია უმაღლესი სასწავლებლის განცხადებაში.
სექტემბერში საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ სამედიცინო სასწავლებლებში სტუდენტებმა, რომლებიც პრაქტიკას გადიან არადისტანციურად, უნდა წარადგინონ ან ცნობა ვაქცინაციის შესახებ, ან უარყოფითი PCR–ტესტი კვირაში ერთხელ. ასევე შეძლებენ ისინი პრაქტიკულ მეცადინეობებზე დასწრებას, თუ წარადგენენ ცნობას, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადაიტანეს კორონავირუსი.